რეზონანსი
01.08.2020

ბორჯომში, ლიკანის დასახლებაში ავარია მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და საბარგო ავტომობილი შეეჯახა. არიან დაშავებულებიც.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდათ. ისინი ბორჯომის კლინიკაში არიან გადაყვანილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×