რეზონანსი
16.07.2020

ვაქცინასთან მიმართებაში გარკვეული სიახლეები არის. ამერიკულმა კომპანიამ ის უკვე ადამიანებზე გამოსცადა, კვლევამ 2 ფაზა წარმატებით გაიარა, - ამის შესახებ კრიტიკული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ერთი მხრივ დადგინდა ვაქცინის უსაფრთხოება და მეორე მხრივ დადგინდა ის, რომ ამ ვაქცინის შეყვანის შემდეგ ხდება ანტისხეულების გამომუშავება, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე ახალ ინფიცირებულ და ახლად განკურნებულ, დაავადება გადატანილ ადამიანში. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინა ეფექტურია და შემდგომი კვლევების გაგრძელებას აზრი აქვს, რომელიც უკვე დაგეგმილია 27 ივლისიდან და დასრულდება 27 ოქტომბრამდე“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×