რეზონანსი
16.07.2020

კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების ფორმაზე უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობა იმსჯელებს.

ეს მას შემდეგ მოხდება, რაც დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება მთავრობას კონკრეტულ ინფორმაციას ადგილზე შეაჯამებს და გაუგზავნის.

კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ამ ეტაპზე თელავის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს იმ ფერმერებისა და მევენახეების აღწერა, რომლებიც სადაზღვეო სისტემაში ჩართული არ არიან და შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ სეტყვის შედეგად გუშინ დაკარგეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×