რეზონანსი
16.07.2020

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, 24-აგვისტოს ჩაინიშნა.

სპორტსმენის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე ამ ფაქტს სასამართლოს მხრიდან საქმეზე დამატებითი ინფორმაციის დამუშავების პროცესს უკავშირებს.

„გამოძიების მხრიდან, საჭიროდ ჩაითვალა, რომ სჭირდებათ ცოტა მეტი დრო. გამოძიება ამუშავებს სხვა ეპიზოდებსაც თეორიული შესაძლებლობა ყოველთვის არის, რომ ბრალის დადგენილება შეიცვალოს", - ამბობს ადვოკატი ანა აბაშიძე.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000- ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×