რეზონანსი
16.07.2020

 შხა­მი­ან გვე­ლებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ში გი­ურ­ზაა. გვე­ლი აგ­რე­სი­ას უშუ­ა­ლოდ საფრ­თხი­სას ავ­ლენს. ადა­მი­ანს თავს პირ­ვე­ლი არ ეს­ხმის და მხო­ლოდ მა­შინ კბენს, თუ გა­აბ­რა­ზეს, მა­გა­ლი­თად, შემ­თხვე­ვით ფეხი წა­მოჰ­კრეს ან და­ად­გეს.

თუ სად­მე გველს გა­და­ე­ყა­რეთ:

1. ნუ აჰ­ყვე­ბით პა­ნი­კას - თქვენ­მა მღელ­ვა­რე­ბამ შე­საძ­ლოა ისიც აა­ფო­რი­ა­ქოს და გი­კ­ბი­ნოთ;

2. ერი­დეთ აქ­ტი­ურ მოქ­მე­დე­ბას;

3. არ მი­უ­ახ­ლოვ­დეთ და არ სცა­დოთ მისი მოკ­ვლა ან და­ჭე­რა.

რო­გორ ამო­ვიც­ნოთ შხა­მი­ა­ნი გვე­ლი?

შხა­მი­ა­ნი გვე­ლის ნაკ­ბენ ად­გი­ლას ორი მსხვი­ლი ნა­ჩხვლე­ტი რჩე­ბა, ხოლო უშ­ხა­მო გვე­ლის ნაკ­ბენ ად­გი­ლას - მრა­ვა­ლი წვრი­ლი წერ­ტი­ლი.

 

შხა­მი­ა­ნი გვე­ლის კბე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ იწყე­ბა ტკი­ვი­ლი და წვა, ეს ად­გი­ლი წით­ლდე­ბა, სივ­დე­ბა, კან­ქვეშ ჩნდე­ბა სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი. 20-40 წუ­თის შემ­დეგ იწყე­ბა პირ­ღე­ბი­ნე­ბა, კრუნ­ჩხვა, ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბინ­დვა, შე­საძ­ლოა, და­ზი­ან­დეს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი (გული, თირკმე­ლი, ღვიძ­ლი, ელენ­თა). ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლია გვე­ლის ჯიშ­ზე, წე­ლი­წა­დის დრო­ზე, დაკ­ბე­ნი­ლის ასაკ­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და კბე­ნის ად­გილ­ზე.

მა­გა­ლი­თად, როცა ნაკ­ბე­ნი თავ­ზე ან კი­სერ­ზეა, ინ­ტოქ­სი­კა­ცია გა­ცი­ლე­ბით მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვიდ­რე კი­დუ­რე­ბის დაკ­ბე­ნი­სას.

ზო­გა­დი სიმპტო­მე­ბი: ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი ნაკ­ბე­ნის ად­გი­ლას; შე­შუ­პე­ბა, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ ფარ­თოდ ვრცელ­დე­ბა; მხედ­ვე­ლო­ბი­სა და გო­ნე­ბის და­ბინ­დვა; სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი; ძი­ლად მი­ვარ­დნა ან აღ­გზნე­ბა; კრუნ­ჩხვა, ას­ფიქ­სია; ოფ­ლი­ა­ნო­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ნერ­წყვდე­ნა.

ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ვლინ­დე­ბა დღის ბო­ლოს.

რო­გორ და­ვიც­ვათ თავი:

გახ­სოვ­დეთ: გვე­ლე­ბი იმ ად­გი­ლებს ეტა­ნე­ბი­ან, სა­დაც ბევ­რი მღრღნე­ლი და ბა­ყა­ყია.

1. იმ ად­გი­ლებ­ში სი­ა­რუ­ლი­სას, სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გვე­ლე­ბი ბი­ნად­რო­ბენ, ჩა­იც­ვით მა­ღალ­ყე­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი.

2. ერი­დეთ მა­ღალ ბა­ლახ­სა და თხრი­ლებს.

3. ღა­მით ისარ­გებ­ლეთ ფარ­ნით. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ გვე­ლე­ბი თბილ ღა­მე­ებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბენ.

4. მი­წა­ზე ნუ დაწ­ვე­ბით, რად­გან გველს ადა­მი­ა­ნის სით­ბო იზი­დავს.

5. ღა­მეს ნუ გა­ა­თევთ გა­მოქ­ვა­ბულ­ში, ფუ­ღუ­რო­ი­ა­ნი ხის, დამ­პა­ლი კუნ­ძის ახ­ლოს.

6. თუ გა­მოღ­ვი­ძე­ბულ­მა სა­წოლ­ში გვე­ლი და­ი­ნა­ხეთ, ნუ გა­ა­კე­თებთ მკვეთრ მოძ­რა­ო­ბებს, და­ე­ლო­დეთ მის წას­ვლას.

7. სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლას აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­ღეთ შრა­ტი.

რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, თუ გველ­მა დაგვგეს­ლა

ნაკ­ბე­ნი სას­წრა­ფოდ ჩა­მო­ი­ბა­ნეთ ცივი წყლი­თა და სა­რე­ცხი საპ­ნით. სა­სურ­ვე­ლია, ეს რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნით გა­კეთ­დეს. ჭრი­ლო­ბა სწრა­ფად გა­იმ­შრა­ლეთ, და­ი­ფა­რეთ სტე­რი­ლუ­რი ბინ­ტი და შე­იხ­ვი­ეთ. მი­ი­ღეთ დიდი ოდე­ნო­ბით სი­თხე: ჩაი, ყავა. არ გა­ე­კა­როთ სპირ­ტი­ან სას­მელს.

სას­წრა­ფოდ მი­მარ­თეთ კლი­ნი­კას, სა­დაც კვა­ლი­ფი­ცი­ურ დახ­მა­რე­ბას გა­გი­წე­ვენ - გა­გი­კე­თე­ბენ სპე­ცი­ა­ლურ ან­ტი­დოტს ან­ტი­გი­ურ­ზინს ან გვე­ლის შხა­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ლი­ვა­ლენ­ტურ შრატს.

არ შე­იძ­ლე­ბა: ნაკ­ბე­ნი­დან სის­ხლის გა­მო­წო­ვა; ნაკ­ბე­ნის მოწ­ვა; დამ­ჟან­გვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით და­მუ­შა­ვე­ბა; ლახ­ტის და­დე­ბა.

წყარო: AMBEBI.GE

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×