რეზონანსი
16.07.2020

საქართველოს მთავრობის დავალებით, საავტომობილო გზების დეპარატმენტი, ადგილობრივი მნიშველობის გზების რეაბლიტაციას იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება დუშეთის, გურჯაანისა და ქლაქ ფოთის მუნიციპალიტეტებში ყველაზე მეტად დაზიანებულ მონაკვეთებსა და ქუჩებს.

ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით რეაბილიტირდება დუშეთის, გურჯაანისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტეში ჯამში 2 გზის მონაკვეთი და 5 ქუჩა, რასაც 21 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი მოხმარდება.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, გრემისხევის თემში რეაბილიტირდება სოფელ მიქელიანში მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის 11.4 კმ-იანი საავტომობილო გზა. ამ გზით სარგებლობს როგორც გრემისხევის თემში შემავალი 11 სოფლის (ციხისუბანი, არბოეთი, თხილოვანი, მიქელიანი, პეტრიანი, ციგრიიანთკარი და სხვა), ისე გზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სოფლების მოსახლეობა და სოფელ მიქელიანთან, მდინარე ნარეკვავზე არსებული წყალსაცავის მომსახურე პერსონალი. აღსანიშნავია, რომ ეს სოფლები რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 22 კმ-ით და პრობლემები იქმნება როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ისე დროული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღების თვალსაზრისით. ამასთან, სოფლები  გამყოფ ხაზთან მდებარეობს. არსებული გზა არის გრუნტოვანი და ძლიერ დაზიანებული, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება რთულდება, განსაკუთრებით ნალექიან ამინდებში. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდება ადგილობრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ზიარის საავტომობილო 7 კმ-იანი გზა. გზის ეს მონაკვეთი აკავშირებს გურჯააანის 10 სოფელს რაიონულ ცენტრთან. ამასთან, ამ ტერიტორიაზე არაერთი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის და დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე სოფლები მდებარეობს.

რეაბილიტაციას საჭიროებს ქალაქ ფოთის ადგილობრივი მნიშვნელობის გზებიც.  დაზიანებულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადადგილება გართულებულია, ამორტიზებულია და ფაქტობრივად არ არსებობს საავტომობილო გზის საფარი. პრობლემის მოსაგვარებლად, ქალაქ ფოთში რეაბილიტირდება, ზაქარია ფალიაშვილის 1.8 კმ-იანი ქუჩა, ვახტანგ გორგასლის 1.5 კმ-იანი ქუჩა, ეგნატე ნინოშვილის 1.76 კმ-იანი ქუჩა, გიორგი სააკაძის 2.08 კმ-იანი ქუჩა და კონსტანტინე გამსახურდიას  0.87 კმ-იანი ქუჩა. 

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მონაკვეთების რეაბილიტაციით, გაუმჯობესდება გზის საექსპლუატაციო მაჩვენებელი, ავტოტრანსპორტი კი შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილდება.  

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020-2021 წლებში ჩატარდება.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
mzirali   (17.07.2020)
მანამდე სად იყავიტ ახლა რომ გახსენდებათ რაიონები


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×