რეზონანსი
16.07.2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ გაითვალისწინა იმ სტუდენტების თხოვნა, რომლებიც გერმანიაში სწავლობენ და თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით ე.წ. სოციალური რეისი განხორციელდება.

თურნავას განმარტებით, ქართველი სტუდენტების გარკვეულ რაოდენობას სწავლის დაწყებამდე სურს გერმანიაში ჩასვლა.

მინისტრი სტუდენტებს მოუწოდებს, შეზღუდული ადგილებიდან გამომდინარე, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს დროულად მიმართონ.

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ არის გარკვეული რაოდენობა ქართველი სტუდენტებისა, ვისაც დროზე ადრე, ანუ სწავლის დაწყებამდე სურს ჩასვლა გერმანიაში იმის გამო, რომ მათ ხელთ უჭირავთ დასაქმების კონტრაქტები. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ, სულ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი, ე.წ. სოციალური ჩარტერი, ანუ სუბსიდირებადი ფრენა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ მათი თხოვნა.

უბრალოდ, მე მოვუწოდებ სტუდენტებს, ვინაიდან ეს არის სუბსიდირებადი ფრენა და აქედან გამომდინარე, ადგილები შეზღუდულია, დროულად მიმართონ ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს, სსიპ-ს, რომელიც შექმნილია მთავრობის ადმინისტრაციის ფარგლებში და აუცილებლად წარადგინონ დასაქმების კონტრაქტები, რომ დაზღვეულები იყვნენ, აუცილებლად ჰქონდეთ ადგილი ბორტზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამას და მათ ხელს შევუწყობთ", - განაცხადა თურნავამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×