რეზონანსი
16.07.2020

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. . შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა

ადგილობრივთა განმარტებით, ლიფტში სულ 4 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე თქმით, ლიფტი მე-7 სართულიდან გვიან ღამით ჩავარდა. მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნულ კორპუსში ლიფტები მწყობრიდან ხშირად გამოდის.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რამაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×