რეზონანსი
16.07.2020

აშშ-ს ცი­ხე­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე, იგივე "ჩაქუჩა" რო­მე­ლიც 3 წლის წინ კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რო­ბის გამო და­ა­კა­ვეს ამე­რი­კელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მის პა­ტიმ­რო­ბა­ში მე­გობ­რებს - ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც ხურ­ცი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, ის მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რაც მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა მის­ცეს - UFC-ის ქარ­თველ­მა მებ­რძო­ლებ­მა, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა და ლე­ვან მა­ყაშ­ვილ­მა.

"დიდი ხნის თვალ­თვა­ლის შემ­დეგ, ჩემი მე­გობ­რე­ბის მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, რომ­ლებ­საც ჩემ პა­ტა­რა ძმე­ბი­ვით ვთვლი­დი - მე­რაბ დვა­ლიშ­ვილს, გი­ორ­გი კუ­დუ­ხაშ­ვილს, ლე­ვან მა­ყაშ­ვილს - ამ ბი­ჭე­ბის და­კი­თხვის შემ­დეგ და­მი­ჭი­რეს, რე­კეტს მარ­თავ­დაო, რომ მდე­ბენ ბრა­ლად, ეს ბი­ჭე­ბია მხედ­ვე­ლო­ბა­ში სი­ნამ­დვი­ლე­ში.

ესე­ნი აგენ­ტე­ბი არი­ან და კი­დევ სხვე­ბი. მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა ოცი­ ა­თა­სი დო­ლა­რი და­მი­კარ­გა, იძა­ხის ად­ვო­კატს მი­ვე­ციო, ის ად­ვო­კა­ტიც აგენ­ტი იყო და ჩემ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მუ­შა­ობ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამ მტრო­ბი­სა და ამ­დე­ნი ლან­ძღვა-გი­ნე­ბი­სა, 0 დო­ლა­რია ჩემი და­ნა­შა­უ­ლი და არც ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. მაქ­სი­მუმ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა და­ი­ნიშ­ნოს სა­სა­მარ­თლო და 7 სექ­ტემ­ბერს გახ­დე­ბა უკვე ორი წელი და რა ხდე­ბა - მი­დის სრუ­ლი ძალ­მომ­რე­ო­ბა ნემ­სე­ბით, საჭ­მლის მო­წამ­ვლით, დღეს 14 ივ­ლისს, უკვე უარი გან­ვა­ცხა­დე საჭ­მლის მი­ღე­ბა­ზე და სა­ნამ გავ­ქა­ჩავ, მინ­და საღი აზ­როვ­ნე­ბით დავ­ხუ­ჭო თვა­ლე­ბი, არა ისე რო­გორც მი­კე­თე­ბენ - გუ­ლის მკერ­დის ტკი­ვი­ლე­ბით, თა­ვის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბით, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბით, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტკი­ვი­ლე­ბით და ა.შ.

არ გიკ­ვირთ კი მაგ­რამ რით ვერ ჩა­აგ­დე­ბი­ნეს ამ ბიჭს მთე­ლი 4 წელი ხმა, რით ვერ მო­უ­ტა­ნეს თა­ვის ნა­მოქ­მე­და­რი და და­უ­დეს წინ, არ გიკ­ვირთ? მარ­ტო ეს არის ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის ფაქ­ტი, მე ვი­ყა­ვი ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე, ვარ ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე და ვიქ­ნე­ბი ბო­ლომ­დე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე" - წერს პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი სპორ­ტსმე­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2017 წლის ივ­ლის­ში, ნიუ-იორკში და­ა­კა­ვეს 15 ქარ­თვე­ლი, რომ­ლებ­საც ბრა­ლი რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სინ­დი­კა­ტის წევ­რო­ბა­ში ედე­ბო­დათ. მათ შო­რის იყო ორი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი - ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე და ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი. მა­ყაშ­ვი­ლი მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე კი ნიუ იორ­კის სა­სა­მარ­თლომ რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სინ­დი­კა­ტის წევ­რად ცნო და სას­ჯე­ლის სა­ხით 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×