რეზონანსი
16.07.2020

 კახეთში ძლიერი ქარის, წვიმისა და სეტყვის შედეგად რამდენიმე მუნიციპალიტეტი დაზარალდა.

სეტყვამ ნაფარეულსა და ყვარელში ვენახები დასეტყვა. ასევე, ხეებია წაქცეული თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, რის გამოც მოძრაობა შეფერხებულია.

თელავის მუნიციპალიტეტში სახლებს სახურავები აქვს გადახდილი.

წინასწარი ინფორმაციით, სეტყვამ სოფელი ნაფარეული და ყვარელი დააზარალა.

სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო კახეთის გუბერნატორი. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

რუსთავი 2

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×