სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ბაზისბანკი" მომხმარებელს ყველაზე ხელსაყრელ "ზრდადი მომავლის ანაბარს" სთავაზობს
    მარიამ ხიდაშელი
    24.09.2009

    "ზრდადი მომავლის ანაბარი" სრულიად ახალი ტიპის პროდუქტია, რომელსაც ქართულ საბანკო ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. პროდუქტის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ერთდროულად ფულის დაგროვებისა და გარანტირებული სესხის მიღების საშუალებაა.
    "ზრდადი მომავლის ანაბარი" მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს მაღალი საპროცესტო სარგებელი ანაბარზე წლიური 14%-ის ოდენობით. ამავდროულად, სურვილის, შემთხვევაში ისარგებლოს გარანტირებული დაბალპროცენტიანი სესხით, მის მიერ დაგროვებული თანხის შესაბამისად.
    ამ შემთხვევაში, სესხის საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე შეადგენს 16%-ს, ავტოსესხზე - 18%-ს, ხოლო სამომხმარებლო სესხზე - 20%-ს.
    "ვაგრძელებთ ახალი, მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული საბანკო პროდუქტების შექმნას. შევეცადეთ, რომ ერთ პროდუქტში საბანკო საქმიანობის ორი მიმართულება გაგვეერთიანებინა - ანაბარი და სესხი. ეს ნიშნავს, რომ ის მომხმარებელი, რომელსაც "ბაზისბანკში" ანაბარი აქვს, მიიღებს სესხს ხელსაყრელი პირობებით, ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე", - განაცხადა "ბაზისბანკის" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ციხისთავმა.
    მაგალითად, თუ კლიენტის მინიმალური შენატანი თვეში 100 ლარს შეადგენს (6 თვის განმავლობაში), კლიენტი ანაბრის ვადის გასვლისშემდეგ მიიღებს საკუთარ დანაზოგს დამატებული საპროცენტო სარგებელი და დამატებით ბანკი მას აძლევს საშუალებას ისარგებლოს გარანტირებული სესხით 600 ლარის ოდენობით.
    "ეს ანაბარი კლიენტს აძლევს საშუალებას დააგროვოს ფული ყველაზე მაღალ პროცენტიანი სარგებელით და ანაბრის ვადის გასვლის ბოლოს ბონუსის სახით მიიღოს გარანტირებული სესხი. ანაბარი ხელსაყრელია იმითაც, რომ მომხმარებელს სესხის ასაღებად არ მოეთხოვება არანაირი დოკუმენტაციის წარმოდგენა. რაც ყველაზე მთავარია სესხს ერიცხება ყველაზე დაბალი პროცენტები, რაც საბანკო ბაზარზე არსებობს", - განაცხადა "ბაზისბანკის" საცალო მიმართულების დირექტორმა ლევან გარდაფხაძემ.
    "ბაზისბანკი" ერთადერთი ბანკია, რომელიც მომხმარებელს სასარგებლო საბანკო პროდუქტებით ხშირად ანებივრებს. ცოტა ხნის წინ, ბანკში "სასარგებლო ანაბარი" შეიქმნა, რომელმაც სახელი გაამართლა და მომხმარებლისთვის მართლაც ყველაზე ხელსაყრელი პროდუქტი გახდა. "სასარგებლო ანაბარს" უკვე 1000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს, ხოლო თანხის ჯამური მოცულობა 10 მილიონ ლარს აჭარბებს.
    ლევან გარდაფხაძის განცხადებით, სასარგებლო ანაბარი ეს არის ერთად თავმოყრილი ყველა ის სიკეთე, რომელიც შეიძლება საბანკო პროდუქტს ახასიათებდეს. იგი მეანაბრეს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი თანხით დაიწყოს დაზოგვა. არ ზღუდავს მას შემდგომი მინიმალური შენატანის მოცულობით. ანაბარზე დაშვებულია ოპერაციების დისტანციური ბანკინგით განხორციელებაც. რაც მთავარია, დანაზოგით სარგებლობა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
    საბოლოო ანგარიშით მეანაბრე ხელსაყრელ პირობებთან ერთად მაღალ საპროცენტო განაკვეთსაც იღებს.
    ასევე ინოვაციური საბანკო პროდუქტია "ბაზისბანკის" "დისქოვერ ქარდ"-ი. ეს არის სადებეტო, ვიზა კლასიკის ტიპის ჩიპური ბარათი, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლისთვის, ვისაც ხშირად უწევს მოგზაურობა საზღვარგარეთ. "დისქოვერ ქარდ"-ის მთავარი უპირატესობაა ის, რომ მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში თანხის სრულიად უფასოდ განაღდების საშუალებას აძლევს.
    ბარათის მფლობელი სარგებლობს დამატებითი ბონუსებით: ფასდაკლებას სამოგზაურო დაზღვევაზე - 30%-მდე, ხოლო ფასდაკლება ტურისტულ კომპანიებში 3%-დან 10%-მდე.
    "ბაზისბანკი" მომხმარებელს ჰპირდება, რომ ნოვატორულ იდეებს კვლავაც განახორციელებს და უახლოეს მომავალში საბანკო ბაზარზე არა ერთ სასარგებლო სიახლეს დანერგავს.
    აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან 15 წლის განმავლობაში "ბაზისბანკი" ჩამოყალიბდა, როგორც მყარ საფუძველზე მდგომი უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც კერძო პირებსა და კომპანიებს საბანკო მომსახურების სრულფასოვან კომპლექსს სთავაზობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter