ია აბულაშვილი
15.07.2020

მე-12-13 საუკუნეების უნიკალური ქართული ხელნაწერი ვანის ოთხთავი საგანგებოდ თამარ მეფისთვის კონსტანტინეპოლში რომანის ქართველთა მონასტერში გადაუწერიათ. ამ ეკლესიაში ქართველთა მოღვაწეობის შესახებ მოთხრობილია „ილარიონის ცხოვრებაში" (ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე ილარიონ ქართველი) და ასევე ტაძრის ადგილსამყოფელის შესახებ. რომანის მონასტერი სუსთენის წმინდა მთავარანგელოზის ეკლესიის მახლობლად მდებარეობდა, ბოსფორის სრუტესთან ევროპულ სანაპიროზე. ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი საბუთით კი ირკვევა, რომ 980 წლის შემდეგ რომანის მონასტერი ქართველებს აღარ ეკუთვნოდათ.

რომანის ქართველთა მონასტერში, რომელიც საგანმანალებლო კერა იყო, მრავალი ქართული ხელნაწერი შეიქმნა. აქ გადაწერილი წიგნებიდან ჩვენამდე მოაღწია ორმა ხელნაწერმა, ერთი ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანთა კრებული, რომელიც 1066 წლით თარიღდება. მეორე კი თამარ მეფის დაკვეთით, მისთვისვე საგანგებოდ გადაწერილი სახარება. ორივე ხელნაწერი დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

თამარის კუთვნილი სახერება, შესრულებულია ეტრატზე ორ სვეტად, ნუსხახუცურით, სათაურები და საზედაო ასოები დაწერილია ასომთავრულით. სახარება შედგება 274 ფურცლისგან. გადაწერილია იოანეს მიერ. ხელნაწერი მდიდრულად არის მოხატული. შემკული კამარებით, მახარობელთა გამოსახულებებით, თავსამკაულებით და მინიატურებით, ახალი აღთქმიდან. ხელნაწერი შესრულებულია ოქრომელნით და სინგურით.

კონსტანტინეპოლის მონასტრებში, სადაც ასევე მოღვაწეობდნენ ქართველი საეკლესიო პირები და მწიგნობრები, აგიაპანსა და ხორაში, 1031 წელს, გადაუწერიათ „მცირე სჯულის კანონის" ხელნაწერი წიგნი და წიგნი ბასილი ეტრატაის, რომელიც გადაუწერია დახელოვნებულ კალიგრაფს ბასილი მალუშის ძეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )