ია აბულაშვილი
10.07.2020

საუკუნეების მანძილზე საქართველოს ეკლესიებში მრავალი სიწმინდე იყო დავანებული, რომელთა დიდი ნაწილი კონსტანტინეპოლიდან, იერუსალიმიდან და სხვა წმინდა ადგილებიდან შემოაბრძანეს. სიწმინდებით მდიდარი იყო, სვეტიცხოვლის ტაძარი, შიომღვიმე, გელათი, გარეჯა, აფხაზეთის ეკლესიები, ასევე ათონის ივერთა მონასტერი, პატრიწონის სავანე და სხვა ეკლესია-მონასტრები.

ამ სიწმინდთა დიდ ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია. ბევრი გარეშე მტრების თავდასხმების დროს განადგურდა, ზოგიც უცხოეთში გაიტანეს. წმინდა ნაწილები, მათ შორის უფლისა და ღვთისმშობლის სახელთან დაკავშირებული რელიკვიები, ხატებსა და ჯვრებში იყო ჩასვენებული ან საგანგებოდ დამზადებულ სანაწილეებში ინახებოდა.

როგორც ისტორიკოსი ელდარ ბუბულაშვილი თავის წიგნში "საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები" წერს, საქართველოში ინახებოდა ღვთისმშობლის თმის რამდენიმე ღერი, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის დროს სიმწრისგან ჩამოუგლეჯია. ღვთისმშობლის კაბის ნაჭერი, იმ პერიოდის, როცა მუცლად ჰყავდა მაცხოვარი. სახვევი, რომელშიც ღვთისმშობელი ჩვილ მაცხოვარს ახვევდა, ამაზე მიუთითებს იტალიელი მოგზაური ანჯელო ლამბერტი. საქართველოში ყოფილა ღვთისმშობლის სავარცხელიც.

ღრუბლის ერთი ნაწილი, რომლითაც ქრისტე სისხლიგან გაწმინდეს, ინახებოდა დრანდის ტაძარში, ნაწილი კი ზუგდიდის მუზეუმში. წმინდა გიორგის ცხენის ლაგამი ინახება ქუთაისის მუზეუმში. შემოქმედის მონასტერში წმინდა გიორგის სისხლი, რაც დასტურდება სიწმინდის შესანახ ვერცხლის ფირფიტაზე დატანებული წერწერით. გორისჯვარში დაცულია წმინდა გიორგის მუხლის ნაწილი.

სვეტიცხოვლის ტაძარში კანკელის ორივე მხარეს მოთავსებული იყო კიოტი, 88 წმინდა ნაწილით, რომელიც 1719 წელს კათოლიკოს დომენტი მეოთხეს შეუმკია. სამწუხაროდ ეს კიოტი დღეს დაკარგულია. ასევე დაკარგულია როსტომ მეფის მეუღლის მარიამ დედოფლის მიერ 1679 წელს შეკვეთილი ღვთისმშობლის მრავალნაწილიანი ხატი. ხატის ზურგზე სანწილე უჯრებში მოთავსებული ყოფილა სხვადასხვა წმინდა ნაწილები. ხობის მონასტერში დაცული იყო წმინდა ნაწილებით შემკული პირი ღვთისა ხატი, რომელიც რუსეთში ყოფნის დროს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დომენტი მეოთხეს საჩუქრად გადასცა მოსკოვში მცხოვრებმა მეფე არჩილის ქალიშვილმა დარეჯანმა. ხატის ზურგის ფიცარი, რომელიც მოძრავი იყო, მასში ინახებოდა ძელი ჭეშმარტის ნაწილი. წმინდა აბიბოს ძვალი, წმინდა ნიკოლოზის ძვალი. ქრისტეს საფლავის ქვა და სხვა წმინდა ნაწილები.

მცხეთის სამთავროს დედათა მონსტერში დაბრძანებული წმინდა ნინოს ხატის წარწერიდან ირკვევა, რომ ეს ხატი წმინდა ნაწილებთან ერთად 1870 წელს მონასტრისთვის შეუწირავს ქართლ- კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი მე-12 შვილთაშვილს იოანეს, რომელიც პეტერბურგში ცხოვრობდა. ხატის ქვემო კუთხეში სანაწილეში მოთავსებული იყო წმინდა სტეფანეს, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა ქეთევან დედოფლის და სხვა წმინდა ნაწილები.

სამების ტაძრში დაცულია წმინდა გიორგის, წმინდა პანტელეიმონის წმინდა ნაწილები. ასევე მე- 6 საუკუნეში დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან მოტანილი მადლის ქვა. ექვთიმე ათონელის მიერ დარგული ხის ნაჭერი, გეთსემანიის ბაღის მიწა, ქვა გოლგოთიდან, გეთსემანიის ბაღიდან მოტანილი მაცხოვრის დროინდელი ზეთისხილის ხის ნაწილი. ქვა მაცხოვრის საპყრობილედან.

მეფე თეიმურაზ პირველის ელჩმა მთავრეპსკოპოსმა თეოდოსემ რუსეთს საჩუქრად გადასცა ოქროს ჯვარი, რომელშიც ჩაბრძანებული იყო ღვთისმშობლის სამოსელის მცირე ნაწილი. იოანე ოქროპირის ნაწილი. იოანე ნათლისმცემლის თმა, უფლის საფლავიდან ჩამოტანილი ქვა და ქვა იმ მთიდან, სადაც უფალმა 40 დღის განმავლობაში იმარხულა.

ხელოვნების მუზეუმშია დაცული სტეფანე პირველმოწმის ვერცხლის ხატი, რომელიც მე-6 საუკუნეში ურბნისის ტაძარში ინახებოდა, ხატი ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსის ბრძანებით, 1707 წელს მოუხატავთ, შეუმკიათ ვერცხლით და მინანქრით. ამ ხატში მოთავსებული იყო იოანე ნათლისმცემლის, ლუკა, იოანე ოქროპირის, წმინდა მარინეს, წმინდა ელიას და სხვა წმინდანთა ნაწილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )