წარწერა, რომელიც მოგვითხრობს დავით კურაპალატის გალაშქრების ამბავს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ
ია აბულაშვილი
09.07.2020

ზარზმის მონასტერი, რომელიც მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ზარზმაში, მე-8 საუკუნით თარიღდება და მისი აგება ქართველ წმინდანს სერაპიონ ზარზმელის სახელს უკავშირდება.  რომელიც ზარზმის მონასტრის პირველი წინამძღვარი იყო და იქვეა დაკრძალული.   

ამ უნიკალური ტაძრის კედელზე  ამოტვიფრული იყო, მე-10 საუკუნის წარწერა, რომელიც  მოგვითხრობს დავით კურაპალატის გალაქრების ამბავს ბარდა სკლიაროსისი წინააღმდეგ.

გადმოცემის თანახმად, პარხელის მონასტერში მოღვაწეობისას სერაპიონ ზარზმელს მისმა მოძღვარმა  უთხრა რომ  სამცხე- ჯავახეთში აეგო ეკლესია. მიქაელ პარხელს ჰქონდა ხილვა,  ლოცვისას მას გამოეცხადა  "მღვდელმშვენიერად შემოსილი კაცი", რომელმაც უბრძანა, რომ მის მიერ განსწავლული მოწაფეები სერაპიონი და მისი ძმა იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. 

ბერები სამცხეში გაემგზავნნე, თან ფერისცვალების  სასწაულმოქმედი ხატი წამოიღეს, რომელიც ახლად აშენებულ ეკლესიაში უნდა დაესვენათ. მივიდნენ ერთ ადგილას, ძალიან მოეწონათ, მაგრამ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ძმები გამოყარეს და ეკლესიის აშენების საშუალება არ მისცეს.   

დაღონებეულები მდინარის პირას გავიდნენ და სწორედ ის ადგილი იპოვეს, რომელიც მიქაელ პარხელს გამოეცხადა.  მათ შემწედ უცბად გამოუჩნდა იმ მხარის ფეოდალი გიორგი ჩორჩანელი, რომელსაც ნადიორბისას  უღრანი ტყის თავზე შეუმჩნევია ცეცხლის კვალი. მაცნე გაგზავანია ამბის გასაგებად.  

უკან დაბრუნებულებმა აუწყეს ორი საკვირველი ბერის შესახებ.  გიორგი  ჩორჩანელი თავად ესტუმრა ბერებს, თაყვანი სცა ფერისცვალების ხატს და იქაურობა უბოძა მონსტრის ასაშენებლად. დაბა- წისქვილის მოსახლეობამ არც ახლა მისცა ბერებს მონასტრის აშენების უფლება,

მაშინ სერაპიონმა გონებადაკარგულ  ადამიანებს უწინაწარმეტყველა, რომ მალე ეს ადგილი  "აღიგვებოდა პირისაგან მიწისა" "ვიხილე უღმრთო ამაღლებული ნაძვთამდე ლიბანისათა და თანაწარხვრედ და არა იპოვა ადგილი მისი". იმ ღამით  მოხდა სასწაული "მიწა იძრა, კლდე გაიპო, მღვრიე ტბა გადმოდიოდა და დაბა-წისქვილი წაიღო".  ახდა წმინდა სერაპიონის წინასწარმეტყველება, შიშით თავზარდაცემულმა ხალხმა ამ ადგილს ზარზმა უწოდა.

ძმებმა ეკლესიის  ასაგებად შესაფერის ადგილი ძებნა დაიწყეს. სერაპიონს უნდოდა მაღალ ბორცვზე აგება. იოანეს უფრო ქვემოთ. მაშინ ორ კანდელში ჩაასხეს თანაბარი რაოდენობის ზეთი.  სერაპიონმა  თავის კანდელი დადო ბორცვზე, იოანემ მცირე ღელეში და დაიწყეს ლოცვა. 

როცა გათენდა,  ნახეს რომ სერაპიონის კანდელი დამშრალი იყო, იოანსი კი ბრწყინავდა. ეკლესიის საძირკველი იოანეს არჩეულ ადგილზე ჩაყარეს, სამ წელიწადში ეკლესიი ააგეს. შიგ დაასვენეს ფერისცვალების სასწაულმოქმედი ხატი.

არის ასეთი დეგენდაც, რომ ეკლესიის აგებამდე, ღირსმა მამა მიაქელ პარხელმა თავის მოწაფეს სერაპიონს მისცა გამხმარი ბაიას ტოტი და უთხრა, რომ ეკლესიის მახლობლპდა დაერგა. 

თუ ეს გამხმარი ტოტი გაიხარებდა სერაპიონს უნდა აეშენებინა ეკლესია. სერაპიონმა მართლაც დარგო ეს რტო ეკლესიის მახლობლად , მოხდა სასწაული და ტოტი ამწვანდა და ფოთლებით შეიმოსა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )