ია აბულაშვილი
08.07.2020

 "კუმურდო შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ერთი მწვერვალთაგანია, როგორც მხატვრული ღირსებით, ისე არქიტექტურით და მიეკუთვნება იმ იშვიათ ქართულ ძეგლთა რიცხვს, რომელთაც თავისსავე კედლებზე აქვთ წარწერები, რომელშიც მოხსენიებულნი არიან ხუროთმოძღღვრები, მითითებულია აგების თარიღი და ძეგლის შემდგომი ისტორიული თავგადასავალები" - ასე აღწერს ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ვახტანგ ბერიძე კუმურდოს შესანიშნავ ტაძარს ჯავახეთში, მდებარეს ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1740 მეტრზე. ტაძარი, რომელიც თარიღდება მე-10 საუკუნით და დღეს მხოლოდ მისი ნანგრევებია შემორჩენილი.

ტაძრის მთავარი წარწერა გვამცნობს, რომ ის აგებულია ხუროთმოძღვარ საკოცარის მიერ, აფხაზთა მეფის ლეონის დროს, 964 წელს.

"შეწევნითა ღმრთისაითა იოანე ეპისკოპოსმა დადვა საძირკეველი, ამის ეკლესიისა, ხელითა ჩემ ცოდვილისა საკოცარისაითა, ლეონ მეფისა, ადიდენ ღმერთმან, ქორონიკონის, თუესა მაისსა დღესა შაბათსა მთოარისსა, ერისთავობასა ზვასსა, ესე ბალავარი მან დადვა, ქრისტე შეეწიე მონასა შენსა ამინ".

მე-11 საუკუნეში მეფე ბაგრატ მეოთხის დროს ტაძარს მიაშენეს ღია ექვსტერი. წარწერაში ნახსენებია ბაგრატ მეოთხე და მისი დედა მარიამ დედოფალი. "ადიდენ ღმერთმან მეფეთ მეფე ბაგრატი და დედა მათი მარიმა დედოფალი". მე-14 საუკუნეში ტაძარი გადაკეთეს, რომელიც მიწისძვრისგან დაინგრა.

ტაძარი მთლიანად მოჩუქურთმებული იყო, ჩუქურთმიანი ჯვრებით. ნახატები მცენარეული მოტივებით. მორთულობაში ჩართული რელიეფური ქანდაკებებით. საკურთხევლის სარკმელთან გამოსახული ოთხი მახარობელი. ანგელოზები, ლომი, ხარი და არწივი. შიგნით აფისდში, აღმოსავლეთის მხარეს გამოსახულნი არიან საქართველოს მეფის ბაგრატ მესამის დედა გურნადუხტი და მისი ძმა ლეონ მეფე.

კუმურდოს ტაძარი იყო კულტურულ-სანგანმანათლებლო ცენტრი, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი ხელნაწერი შეიქმნა. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები იოანე კუმურდოელი და ზოსიმე კუმურდოელი. იოანე კუმურდოელი, რომელიც კუმურდოს შემდეგ, სინას მთის ქართულ მონასტერში მოღვაწეობდა, მისი თაოსნობით და ხარჯებით გადაიწერა კუმურდოს ტაძარში არაეთრი ხელნაწერი, მათ შორის სვიმენ სალოსის ცხოვრება, იადგარი გამოკრებული.

ზოსიმე კუმურდოელი, რომელიც კუმურდოს საკათედრო ტაძარში მე-11 საუკუნეში მოღვაწეობდა, მას შეუმკია ტაძრის საკურთხევალი, ბარძიმ-ფეშხუმი, ჯვარი და მაცხოვრის ხატი, რომელიც დაუმზადებია ოქრომჭედელ დავითს. ამის შესახებ გვამცნობს ტაძრის კედელის წარწერა "სახელითა ღმრთისაითა მე ზოსიმე კუმურდოელმა შევმოსე საკურთხეველი, ბარძიმ-ფეშხუმი, ჯუარი და შევამკე ხატი ღმრთაებისა ხელითა დავითისაითა. დავუდე სალოცავად ბზვობასა, კირიელეისონთა, კრულია ამით ხატითა, ვინ შეცვალოს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )