ია აბულაშვილი
07.07.2020

 "მოერთვის ჭოროხს მდინარე ბანა-ფანასკერტი, გამომდინარე ყულანუ მთისა დ ამ წყალსა მთაში არს ბანა აწ უწოდებენ ფანაქს. აქ არს ეკლესია გუმბათიანი, დიდი შუენიერად ნაგები, კეთილშუენიერს ადგილს, აღაშენა მეფემან ადარნასემ და დაფლულ არიან მეფენი. იჯდა ეპისკოპოზი"- ასე აღწერს ბანას ტაძარს ვახუშტი ბატონიშვილი.

ბანა, ძელიცხოვლის სახელობის ტაძარი, რომელიც ტაოში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, მე-9 მე-10 საუკუნით თარიღდება. ბანას აგების შესახებ, პირველ ცნობს გვაწვდის ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე - "ადარნასე დავით კურაპალატისა, დასუეს ქართველთა მეფედ და ამან ადარნასემ ძემან დავით კურაპალატისამან, აღაშენა ბანა, ხელითა კვირიკე ბანელისათა. რომელ იგი იქნა პირველ ეპიზკოპოზს მანელ".

ბანა აუგია დავით კურაპალატის ძეს ადარნასე მეორეს, კვირიკე ბანელის ხელით, რომელიც ამ ეკლესიის პირველი ეპისკოპოსიც გახდა და აქვეა დაკრძალული.

ბანა ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაც იყო, სუმბატ დავითის ძის ცნობით, აქ აკურთხეს მეფედ ბაგრატ მეოთხე, აქვე დაიწერა ჯვარი ბიზანტიის იმპერატორ რომანოზ მესამე არგირიუსის დაზე ელენაზე. ეს ჯვრისწერა გამოსახულია ოშკის ტაძრის ფრესკაზე, რომელიც დღემდე შემორჩენილია.

პირველ ცნობას, ბანას არქიტექტურული მნიშვნელობის შესახებ გვაწვდის გერმანელი მოგზაური კარელ კოხი, სადაც იგი წერს, რომ "ეს უეჭველად ყველაზე მშვენიერი და დიდებული რამაა, რაც კი მსგავსი მინახავს ოდესმე აღმოსავლეთშიო". ბანა 1902 წელს მოინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა და დეტალურად აღწერა ის არქიტექტურული ნიშან- თვისება ტაძრისა, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო და ფოტოებზეც აღბეჭდა.

ბანა, ტაოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს კულტურულ -საგანმანათლებლო ცენტრიც იყგ. ბანაში შექმნილ წიგნებიდან ჩვენამდე მოაღწია, საბაწმინდის ტიპიკონმა. ბანაში მოღვაწე ზაქარია ბანელის თაოსნობით ბანაში შეიქმნა ბევრი უნიკალური ხელნაწერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )