ია აბულაშვილი
05.05.2020

„მთის ძირში არს შემოქმედი, ეკლესია დიდ შენი, გუნბათიანი შემკული ყოველთა" - ასე აღწერს შემოქმედის მონასტერს ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც მე-12 საუკუნეშია აგებული. სამონასტრო კომპლესი, რომელიც გურიაში, სოფელ შეოქმედში მდებარეობს, ორი ტაძრისგან შედგება. ღვთაების ეკლესია მე-12 საუკუნით თარიღდება, ზარზმა - მე-16 საუკუნით, რომელიც საგანგებოდ აუგია ვახტანგ გურიელს 1572 წელს, რათა შიგ დაებრძანებინათ ზარზმის ეკლესიიდან გადმოსვენებული ფერისცვალების ხატი, რომელიც დღემდე შემორჩენილ ხატებს შორის უძველესია და 886 წლით თარიღდება.

ეკლესიის მფარველად ითვლება ღვთისმშობლის ხატი, რომლიც დღესაც ეკლესიაშია დავანებული. ლეგენდის თანახმად, ერთ კაცს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა - დამხატე და შემოქმედის ეკლესიაში დამასვენეო; კაცმა დახატა ღვთისმშობელი. როცა ეკლესიაში დაასვენეს და ყვავილები დაადეს, მას სისხლი წამოუვიდა.

შემოქმედის მონასტერი ერთ-ერთი უმდიდრესი იყო, სადაც დავანებული იყო უნიკალური ხატები და უძვირფასესი საეკლესიო ნივთები - ღვთისმშობლის ხატი 87 ძვირფასი თვლით, ვერცხლის ჯვარი, ვერცხლის ბარძიმი ორი ფეხშუმით, მე-16 საუკუნეში კი შემოემატა ზარზმიდან თურქების მიერ განაგდგურებას გადარჩენილი ხატები და ძვირფასულობა: 1008 წელს დამზადებული ვერცხლის ფირფიტა, მოოქროვილი ჯვარი, ღვთისმშობლის ხატი 32 ძვირფასი ქვით, მღვდელმთავრის კვერთხი 117 ძვირფასი თვლით, ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი, რომელიც ქაიხოსრო გურიელმა 700 მორჩილად შეიძინა და სამცხე-ჯავახეთიდან გადმოასვენა.

ასევე ტაძარში დავანებული იყო წმინდა გიორგის რამდენიმე უნიკალური ხატი. ვერცხლის ბეჭდური ჯვარი ფარსმან ერისთავის შეწირული და ლიპარიტ გიორგობიანის მიერ შეწირული ვერცხლის ჯვარი. ეს ჯვრები მე-19 საუკუნეში დაკარგულა.

საეკლესიო ნივთებიდან ტაძრის მშვენება იყო ოქროს ბარძიმი 46 ძვირთასი ქვით, ოქროს ფეხშუმი, ოქროს მასიური დაფარნა და ღვთისმშობლის ხატის მოოქროვილი კუბო. მონასტერს გააჩნდა მდიდარი წიგნსაცავი, სადაც დაცული იყო ორი უძველესი ხელნაწერი: „გულანი" - ლოცვანი, რომლიც 1004 ფურცელს შეიცავს და „ფუტკარი" - ბერძნული ეკლესიის წმინდანთა ცხოვრების კრებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×