ია აბულაშვილი
04.05.2020

მარიამ მაგდალინელი, ლაზარეს დები მართა და მარიამი, სალომე, სუსანა და სხვები-მენელსაცხებელ დედათა ხსენების დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის მეორე კვირას აღნიშნავს და უფლისადმი გამორჩეული ერთგულებისა და საიყვარულისთვის პატივს მიაგებს.

ქრისტიანული სწავლებით ჯერ კიდევ ჯვარცმამდე იესო თავის მოციქულებს აფრთხილებდა, რომ "აჰა მოდის ჟამი, როცა ყველა სათითაოდ გაიბნევა. მე დამტოვებენ, მაგრამ მე არ ვარ მარტო, ვინაიდან მამაა ჩემთან".

მხოლოდ მენელსაცხებელ დედებს არ მიუტოვებით უფალი, როცა აწამეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს თავზე, როცა დაბრმავებულმა ბრბომ უფალს ავაზაკი არჩია შეძახილით "ჯვარს აცვით იგი". უფლის ერთგულნი დედანი ღვთისმშობელის გვერდით ბოლმდე იდგენ გოლგოთაზე აღმართული ჯვრის წინ და ტირილით შესცქეროდნენ იესოს.

როდესაც იოსებ არიმათიელმა პილატესგან მოითხოვა ჯვარცმული იესოს სხეული, მათ ცხარე ცრემლით დაიტირეს მაცხოვარი, მხოლოდ მაშინ დატოვეს, როდესაც სამარხის შესასვლელი ლოდით ჩაკეტეს.

დედებს სურდათ, უკანასკნელი პატივი მიეგოთ უფლისთვის და ებრაული წესით ნელსაცხებელი ეცხოთ მისი ცხედრისთვის. გარიჟრაჟზე მივიდნენ იოსებ არიმათიელის ბაღში, სადაც იესოს ცხედარი ესვენა, წინ მარიამ მაგდალინელი მიუძღოდათ. მხოლოდ იმას წუხდნენ, რომ დიდ ლოდს ვერ მოერეოდნენ, მაგრამ სასწაული უკვე აღსრულებული იყო, ლოდი გადაგორებული და საფლავი ცარიელი.

ცარიელი საფლავის ხილვამ შეაკრთო დედანი, იფიქრეს იესოს სხეული ვაიღაცამ გადამალა. მარიამ მაგდალინელი მაშინვე გაიქცა იესრუსალიმში და ეს ეს ამბავი ამცნო ქრისტეს მოციქულებს. უკან პეტრესთან და იოანესთან ერთად დაბრუნდა, თუმცა მარტო შევიდა შიგნით და იხილა "ორნი ანგელოზნი, მსხდომნი ერთი თავით და ერთი ფეხთით, სად იდვა გუამი უფლისა იესოსი".

"დედდაკაცო, რაისა სტირ"- ჰკითხეს მათ. "აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი"- უპასუხა მარიამ მაგდალინელმა. უეცრად შემოესმა ხმა, შემობრუნდა მაგრამ ქრისტე ვერ იცნო. დაიწყო ვედრება "უფალო, უკეთ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ და მე წამოვიღებო". "მარიამ"- მიმართა იესომ, მაშინ კი გაუნათდა გონება მარიამს, ამოიკვნესა და დაემხო მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვრის ფეხთით. მარიამ მაგდალინელი იყო აღდგომის მახარობელი და წარმომთქმელი სიტყვებისა "ქრისტე აღდგა".

ქართულ ეკლესიებში მენელსაცხებელ დედათა მრავალი ხატი არსებობს. წალენჯიხის ფერისცვალების ეკლესიაში, რომელიც გამოირჩევა თავის მხატვრობით, განსაკუთრებული ადგილი უკავია მენელესაცხეკბელ დეადათა ფრესკას.

დასავლეთის კედელზე, გამოსახულია ჯვარცმა, ხოლო აღმოსავლეთ კედელზე "მენელსაცხებელი დედანი ქრისტეს საფლავზე". ასეთივე ფრესკაა ატენის სიონის ტაძარშიც, რომელიც მე-11 საუკუნთი თარიღდება. ყინწვიის მონასტერში, ყინწვისის ანგელოზის სცენეში გამოსახულია "მენელსაცხებელი დედანი".

შემოქმედის ეკლესიაში კი ინახება ვერცხლის ფირფიტა, რომელიც თარიღდება 1008 წლით და მასზე გამოსახულია "გარდამოხსნა", საფლავად დადება და "მენელსაცხებლე დედანი". მე-13 საუკუნის ჭრუჭის სახერებაში, ქსრიტეს ტირილის კომპოზიციას თან ერთვის ორი მენელსაცხებელი დედა მაღალყელიანი ჭურჭლით ხელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×