ია აბულაშვილი
29.04.2020

იერუსალიმში, ქრისტეს საფლავის მახლობლად მდებარეობს ერთი ძველი, ქართველების მიერ მე-15 საუკუნეში აგებული მონასტერი, რომელიც წმინდა თეკლას სახელს ატარებს. ის თავის დროზე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, ქრისტეფორე ზედგენიძემ ააგო. მე-17 საუკუნის დასაწყისში მონასტერი ქართველებმა ბერძნებს დაუთმეს.

მე-20 საუკუნეში მონასტრის ნანგრევებში იპოვეს ქართული ასომთავრული წარწერა "მე ზედგენის ძემ, ჯუარის მამამან ქაიხოსრო, აღვაშენე ესე წმინდა თეკლას ტაძარი".

ლეგენდის თანახმად, წმინდა თეკლა სრულიად ახალგაზრდა იყო როცა დიდგვაროვან ახალგაზრდაზე დაინიშნა, მაგრამ შემთხვევით პავლე მოციქულის ქადაგება მოსიმინა და უარი უთხრა საქმროს გათხოვებაზე. საქმრომ ადგილობრივ მმართველთან უჩივლა პავლე მოციქულს და ჯადოქრობაში დასდო ბრალი. თეკლამ როგორც ეს ამბავი შეიტყო, ძვირფასებულობით მოისყიდა მცველი და მთელი სამი დღე პავლე მოციქულის საკანთან გაატარა ლოცვაში. შემდეგ ნათესავებმა თეკლა შეიპყრეს და მისი კოცონზე დაწვა განიზრახეს, მაგრამ აგიზგიზებული კოცონი უეცრად წამოსულმა კოკიპირულმა წვიმამ ჩააქრო. კოცონიდან ჩამოსული თეკლა პავლე მოციქულს გაჰყვა ანტიოქიაში, სადაც იგი ხელახლა შეიპყრეს და მცხეცებს მიუგდეს საჯიჯგნად. თეკლა ახლაც გადარჩა, შეშინებულმა მმართველმა თეკლა გაათავისუფლა. თეკლა გამოქვაბულში დასახლდა, მთელი დღეები ლოცულობდა და ავადმყოფებს კურნავდა. იქაურმა ჯადოქრებმა მისი დასჯა გადაწყვიტეს, რადგან ყველა თეკლასთან მიდიოდა სამკურნალოდ. თეკლამ როგორც კი დაინახა საფრთხე, მაშინვე ღმერთს დახმარება სთხოვა. ამ დროს კლდე ორად გაიპო და თეკლამ თავი შეაფარა გამოქვაბულს, რომლსაც დღესაც მალულას ეძახიან.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×