ია აბულაშვილი
27.04.2020

წმინდა იოანე ოქროპირის ეკლესია, რომელიც სოხუმთან ახლოს სოფელ კომანში მდებარეობს მე-10 მე-11 საუკუნით თარიღდება. ამ ტაძარში დღესაც ინახება წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს.

წმინდა იოანე ოქროპირი დაიბადა ანტიოქიაში 347 წელს. მეოთხე საუკუნეში მოღვაწე ეს დიდებული წმინდანი კონსტანტინეპოლისა და ბიზანტიის იმპერატორის მთავარეპისკოპოსი გახდა.

მაგრამ, დიდებულთა მხრიდან, რომელებსაც იგი სიხარბეში და ანგარებაში ამხელდა დევნას და შეცრაცყოფას განიცდიდა. დედოფალ ევდოქსთან, რომელიც ანგარებასა და სიხარბეს ჰყავდა შეპყრობილი ძალზედ დაპირისპირებული იყო და დედოფალმა გადაწყვიტა პატრიარქი ჩამოეშორებინა. სულთმოფინობის დღეს იოანე ოქროპირი დედოფლის ბრძანებით გადაასახლეს, ჯერ სომხეთში, შემდეგ საქართველოში, შავი ზღისპირა ქალაქ პიტონიუტში (ბიჭვინთაში).

გადასახლებაში მიმავალ იოანეს, რომლის თანმხლებიც დედოფლის ჯარისკაცები იყვნენ, სასტიკად აწამებდნენ. ერთ ღამეს სოფელ კომანთან ერთ-ერთ ეკლესიაში შეჩერდნენ.

მეორე დღეს წმინდა იოანე ეკლესიაში შევიდა. სამღვლედმთავრო სამოსით შეიმოსა; საღმრთო ლიტურგია აღასრულა, ეზიარა, ყველა დალოცა, ღმერთს მადლობა შესწირა "დიდება შენდა ღმერთო ყველაფერისთვის" და გარდაიცვალა. ეს მოხდა ჯვართამაღლების დღეს 407 წელს. წმინდა იოანე ქვის სარკოფაგში ჩაასვენეს და საკურთხევლის გვერდით დაკრძალეს.

გავიდა 40 წელი. ტახტზე ავიდა დედოფალ ევდოქიას შვილი. ახალ მეფეს კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსმა სთხოვა, რომ წმინდა იოანე ოქროპირის ნეშტი გადმოესვენებინათ კონსტანტინეპოლში.

მეფემ გააგზავნა ხალხი საქართველოში, აფხაზეთში. მეფის რწმუნებულებმა, როცა ეს ადგილი ამოთხარეს და ნახეს სარკოფაგი სასწული იხილეს, უხრწნელი სხეული წმინდა იოანე ოქროპირისა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, იოანე ოქროპირის ნეშტი სარკოფაგიდან ვერანაირი ძალით ვერ ამოიღეს. უკან გაბრუნდნენ და მეფეს მოახსენეს.

მთავრეპისკოპოსმა მეფეს ურჩია "შენი მშობლების სახელით პატიება სთხოვე წმინდანსო" მართლაც მეფემ დაწერა წერილი, დაასვა სამეფო ბეჭედი და გამოატნა თავის ხალხს აფხაზეთში. როგორც კი ეს წერილი წმინდანს ხელში ჩაუდეს მოხდა სასწაული, ნეშტი თავისუფლად ამოიღეს საკოფაგიდან, მაგრამ საკროფაგს ძვრა ვერ უყვეს და სოფელ კომანის ეკლესიაში ხელუხლებელი დატოვეს. ამბობენ დღესაც ვინც ამ სარკოფაგს შეეხება მძიმე სენულებისგან იკურნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ვანო   (29.04.2020)
ვინ იყო ამ დროს აფხაზეთის მეფე? იქნებ ის საქართველის მეფეც იყო ამავდროულად?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×