ლუკა მახარობელს ხატი "ადვოკატა" სინას მთაზე, საიდუმლო სერობის დარბაზში დაუწერია
ია აბულაშვილი
12.03.2020

"მადლი ჩემგან შობილისა, ჩემი მეოხებითა იყოს ამა ხატთან"- უბრძანებია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ლუკა მახარობლის მიერ დახატულ ხატზე, როცა თავისი წმინდა გამოსახულება უნახავს.

საეკლესიო სწავლებით, ლუკა მახარობელი იყო პირველი, ვინც ღვთისმშობლის ხატები შექმნა, ასევე მის კალამს ეკუთვნის მოციქულ პეტრესა და პავლეს ხატების შექმნაც.

პავლე მოციქულის შეწევნით დაწერა ლუკა მახარობელმა რომში, 62-63 წლებში თავისი სახარება, სადაც სრულად აღწერა ქრისტეს მოძვრების შესახებ. ასევე "საქმე "მოციქულთა" რომელიც ოთხთავის გაგრძელებაა და აღწერს მოციქულთა ღვაწლს მაცხოვრის ამღლების შემდეგ.

ლუკა მახარობელი არის მხატვრების და ექიმების მფარველი წმინდანი. იგი აშენებდა ეკლესიებს, კურნავად სულით და ხორცით ტანჯულ ადამიანებს. იგი იმ 70 წმინდა მოციქულთაგანია, რომელიც მაცხოვარმა გააგზავნა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს ცათა სასუფეველის ქადაგებისთვის.

აღდგომის შემდეგ კი უფალი იესო ქრისტე ემპაუსში მიმავალ ლუკას გამოეცხადა. ლუკა თან გაჰყვა წმინდა მოციქულ პავლეს მისიონერულ მოგზაურობაში და ამის შემდეგ ერთმანეთს აღარ განშორებიან. ქადაგებით მოიარა აქაია, ლიბია, ეგვიპტე. მოწამებრივი ცხოვრება კი ქალაქ თებეში დაასრულა.

გადმოცემის თანახამად, ლუკა მახარობლის მიერ შექმნილი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია სასწაულმოქმედ ხატს "ადვოკატას", რომელიც მხსნელს და მეოხს ნიშნავს, ეს ხატი ეხმარება ყველას, ვისაც მისი დახმარება სჭირდება. "ადვაოკატას" მრავალგზის უხსნია ხალხი შავი ჭირის ეპიდემიის დროს.

ლუკა მახარობელს ხატი "ადვოკატა" სინას მთაზე, საიდუმლო სერობის დარბაზში დაუწერია, მოგვიანებით ხატი იერუსალიმში ეფოსში წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა გადაასვენა, საიდანაც მისი გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინეპოლში გადაუბრძანებიათ. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მსგავსად "ადვოკატაც", ზღვით გასცლია ხატმებრძოლობით შეპყრობილ ბიზანტიას და მრავალი წელი გაუტარებია ზღვაში.

ფიცარი, რომელზედაც ხატია დაწერილი, მარილიანი წყლით არის დაზაინებული. ზღვთით მოხვედრილა ხატი რომში და ერთ-ერთ უძველეს საყდარში სანტა მარია ტემპულში დაუდია ბინა. მოგვიანებით რომის პაპს იგი დიდებულ ტაძარში გადაბრძანებია, მაგრამ სასწაულებრივად ხატი თავის პირვანდელ ტაძარში დაბრუნდა და დღესაც აქ არის დავანებული.

გარდა იმისა, რომ ხატი, მის შექმნიდან, რამდენჯერმე სასწაულებრივად გადაადგილდებოდა და თავად ირჩევდა ადილსამყოფელს, ვნების შვიდეულში "ადვოკატა" ფერს იცვლის, ხოლო წითელ პარასკევს მთლიანად უფერულდება. ამ სასწაულმოქმდი ხატის ასლი, რომელიც ქართველმა მხატვარმა შექმნა, სამების ტაძარშია დაბრძანებული.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×