ია აბულაშვილი
11.03.2020

დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელიც ქართლში, სოფელ დირბში მდებარეობს მე-10 საუკუნეში ლეონ მესამის აფხაზთა მეფის ზეობის დროს არის აგებული. ამას ადასტურებს ეკლესიის კუთხეში დატანებული ქვის ფილაზე ასომთავრული წარწერა „ამისა წმიდისა, ადგილისა მადლითა მე გლახაკმან ოთანის ძემან ესე ეკლესია დავიწყე ლეონის მეფობისა, იოანეს ერისთავობისა, აბრაამისა დეკანოზობასა ჩემდა ებრძანა, შენ დაიწყე, მე ხელი მომცა და ავაგე ამას ადგილისა სალოცავი".

ვახუშტი ბატონიშივლის ცნობით „დასავლეთ კიდე არს დირბის მონასტერი, სადაც ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის, არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქართველთა და ყოველთა საქართველოსა შინა არს მამული მისი, ჰფლობს ესე, და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმს". ვახუშტის ამ ცნობით ირკვევა, რომ დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაქვემდებარებაში იყო თავის მამულებით, აქ იყო რეზიდენცია ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის. მე-16 საუკუნეში დირბის ეკლესია იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და ქრისტეს საფლავისთვის შეუწირავს სვიმონ პირველს, რასაც ადასტურებს მისი მეუღლის ნესტან-დარეჯანის მიერ გაცემული სიგელი.

ტაძარი მოხატული იყო მე-14 საუკუნის უნიკალური ფრესკებით, რომელიც ბიზანტიური კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მხატვრობის ეს სტილი მე-13 საუკუნეში კონსტანტინეპოლიდან და თესალონიკიდან გავრცელდა მართლმადიდებლურ სამყაროში, მათ შორის საქართველოში. მონასტრის მხატვრობის ძირითადი ნაწილი ეთმობა ღვთისმშობლის ცხოვრების ამსხველ სცენებს. მათ შორის არის ქრისტიანული სამყაროს უიშვიათესი ფრესკა „იოსების ყვედრება", სადაც გამოსახულია „მიდგომილი" (ორსული) ღვთისმშობელი.

„დირბის ღვთისმშობელის" სასწაულმოქმედი ფრესკა არის წყარო მრავალი სასწაულისა, რომელიც საუკუნეებია გრძელდება. ის არის უშვილოთა, ორსულთა და სნულთა შემწე. მონასტერთან ასევე დღემდე გადმოსჩქებს ღვთისმშობლის მოწყალების წყარო, წყარო მრავალი სასწაულისა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×