ია აბულაშვილი
28.02.2020

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ძეგლი ზედაზენის მონასტერი, რომელიც მე-6 საუკუნით თარიღდება, ასურელ მამა იოანე ზედაზნელს დაუარსებია. "შეარჩია მთაი... მახლობლად მცხეთის აღმოსავ-ლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით. აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰქვიან ზედა-ზადენ. აქ პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად და დაემკვიდრენს მუნ" - წერს მემატიანე.

წმინდა მამა იოანე ზედაზნელი სულიწმინდის წინამძღოლობითა და ყოვლადწმინდა ღვვისმობლის კურთხევით შემობრძანდა საქართველოში თორმეტ ასურელ ძმასთან ერთად ქრისტეს რჯულის განსამტკიცებლად. ასურელ მამათა საქართველოში გამოგზავრების შესახებ, ნათელმოსისილი ანგელოზისაგან ეუწყათ საქართველოს მეფე ფარსმანს და ევლავოზ კათალიკოსს. ისინი სიხარულით მიეგებნენ მცხეთას მოახლოებულ წმინდანს და ასურელ მამებს. საკვირველი სასწაულის მომსწრენი გამხადარან მეფე და მისი თანმხლებნი, წმინდა იოანეს ღვთისგან მიეცა "ენა ქართულად მეტყველი".

ასურელმა მამება თაყვანი სცეს მირონმდინერე სვეტს და ის ადგილები მოილოცეს, სადაც წმინდა ნინომ იქადაგა. წმინდა იოანე ბერებთან ერთად ზედაზნის მთაზე დამკვიდრდა, აქედან განაწესა ღვთისმშობლის ბრძანებით თავის მოწაფეები სახარების საქადაგებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, თან გაატანა წმინდა მოწამეთა ნაწილები, რომელიც თან ჩამოიტანა. თვითონ კი ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად ზედაზენზე დარჩენილა.

აყოველდღე მის მოწაფეს წყალი მცხეთიდან ამოჰქონდა ზედაზენზე, წმინდა მამას შეეწყალა და ცრემლით ევედრა ღმერთს, რომ წყარო აღმოედინა მთაზე. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და უწყლო, კლდოვანი მიწიდან წყალმა ამოხეთქა. ეკლესიის სამხრეთით დღესაც მოედინება ლოცვით აღმოცენებული საკურნებელი წმინდა წყაროს წყალი. ამ ადგილს შემოჩვეული ყოფილა დათვი, რომელიც იოანეს გადაეყარა, წმინდანმა უთხრა "თუ გწყურდა, შესვი და წადი ამიერიდან კი ნურავის ვნებ ამ მთაზე დამკვიდრებლთაგან". ამბობენ, დათვები მას შემლდეგ ამ ადგილს ერიდებიანო. იოანე ზედაზნელმა სხვა ბევრი სასწაული და კურნება აღასრულა "ეშმაკნი განასხა, განრღვეული აღადგინა, მუნჯი აამეტყველა..."- წერს მემატიანე.

იოანე ზედაზნელი 573 წელს გარდაიცვალა. მოწაფეებმა მისი გვამი ჯერ თათას მონასტერში დაკრძალეს, მაგრამ მალევე, წმინდანის ანდერძის თანახმად "დიდი პატივითა აღიყვანეს ადგილსავე თვისს და მითვე ლუსკუმით დაასუენეს ნაწილნი მისნი და შემდგომად მისსა აღაშენეს ეკლესია". იოანე დასაფლავებული იყო მისთვის საგანგებოდ აშენებულ ეგვტერში. მე-8 საუკუნეში, კათალიკოსმა კლიმენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო.

ლეგენდის თანახმად, წმინდა მამის აღსრულების შემდეგ მოწაფეებს მიწისძვრის ეუწყათ, რომ იაონეს წინდა ნაწილები იქ არ დაკრძალეს, სადაც წმინდა მამამ ინდომა. როგორც კი ზედაზნის მონასტერში მისი წმინდა ნაწილები გამოქვაბულში გადაასვენეს მიწისძვრა შეწყდა. გადასვენების დროს ვინც შეეხო ყველა განიკურნა. მამა იოანე ზედაზენის ხსენების დღეს (7 მაისს) დღესასწაულის წინა დღეს, საღამოს ტაძრის ერთ-ერთი კედელი სასწაულად სველდება. არსაიდან გაჩენილი წყალი იქვე, თვითნაბად ჭაში გროვდება. დღესაწაულის დამთავრებისთანავე წყლისდენა წყდება და კედელი შრება. ჭაში დაგროვილი წყლის სიუხვის მიხედვით ხალხმა იცის, მოსავლიანი იქნება თუ არა წელიწადი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×