ია აბულაშვილი
07.02.2020

როგორც დავითის მემატიანე გადმოსცემს, აღმაშენებელი იყო მეფე რომელსაც არასდროს უცხოვრია სამეფო პალატებში და მთელს დროს ცხენზე და საომარ კარვებში ატარებდა. უშიშარი და გამჭირიახი მთავარსარდალი ძალიან ღვთისმოსავი იყო, ნადირობისას თუ ლაშქრობისას მუდამ თან დაჰქონდა მოძრავი ეკლესია - კარავი, რომელშიც ყოველდღე აღესრულებოდა ღვთისმსახურება. საღამოობით ქვეყნის ზრუნვით დამაშვრალი მეფე კითხულობდა სახარებას და ღვისმეტყველთა ნაშრომებს. განსაკუთრებით უყავარდა პავლე მოციქულის ეპისტოლეები, რომელიც ზეპირად იცოდა.

"წინადათვე, ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასვის ბოლოს წიგნისას. ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მით ნიშნითა აღვთუალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა" - შერს დავითი მემატიანე.

ერთ-ერთ ბრძოლაში დავით აღმაშენებელი დაბანაკებული იყო იმ ციხე-სიმაგრის გარშემო, რომელიც ალყაში მოაქცია. მეორე დილას მეფე უაბჯროდ და უსაჭურვლოდ გამოვიდა კარვიდან, მოულოდნელად ალყაშემორტბმულ ციხიდან ვიღაცამ ისარი, გრძელი ქეიბური გამოიტყორცნა, რომელიც მეფის მკერდზე დაეცა და ძირს დასცა. მხლებლები მეფეს მისცვივდნენ, მტრის ისარს ორად გაეპო მთავრანგელოზ მიქაელის ის ოქროს ხატი, რომელიც დავით აღმაშენებელს გულზე ეკიდა. ხატმა სასწაულად სიკვდილისგან იხსნა მეფე, თავად კი შეიმუსრა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×