„ათასი უბედურება მოდის: ახალი ვირუსი შემოდის: ჩირქით და მუწუკებით აისახება”
თამთა ჩაჩანიძე
30.01.2020

 ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ წინასწარმეტყველებს „წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა", ბიბლიური წინასწარმეტყველებები მხოლოდ მომავლის გაცხადება როდია, თუმცა, ღვთის ცნობებიდან უმეტესი მომავალს ეხება, ღირსი მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებდა, რომ „მე როცა გარდავიცვლები, ნახევარი საქართველო აქ მოვა"-ო, 2013 წლის 20 თებერვალს სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში არსებული მამა გაბრიელის საფლავიდან მისი წმინდა ნაწილების აღმოყვანება და სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანება მოხდა, წმინდანის წინასწარმეტყველება კი ზედმიწევნით ახდა.

დღეს მსოფლიო უცნობ ეპიდემიას ებრძვის, წმინდანის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება კი დღევანდელ მძიმე ვითარებას ზუსტად აღწერს.

„...ათასი უბედურება მოდის: მიწისძვრები, ინფექციები, დაავადებები. ახლა ახალი ვირუსი შემოდის: ჩირქით და მუწუკებით აისახება დავილოცოთ, შეგვიწყალოს უფალმა. თუ ვართ ამის ღირსნი... შვილებო, არ გაცდუნოთ ბოროტმა: გაარჩიეთ შავი და თეთრი. რწმენას მიხედეთ, მოყვასნო, რწმენას, თორემ ძალიან გაგიჭირდებათ მალე. შვილებო, აღარ არის (ტაძრების) შენების დრო, აღარ, მოყვასნო.

„რაც არის აშენებული, ისიც მალე ძალას დაკარგავს და აღარ იქნება ლოცვა იმ ადამიანებისთვის, ვინც წყეულის ბეჭედს მიიღებს... ჩიპი აქაც მალე შემოვა, მოყვასნო. ხალხს ვერაფრით დაიყოლიებენ, მორწმუნე ერზე მაქვს საუბარი, თორემ სხვაზე რა გითხრათ, იმას მოიგონებენ, რომ ვითომც და ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, პატარებისთვის იქნება საჭირო, რომ არ დაიხოცონ, რომ არ შეხვდეთ ვირუსი და არ დაავადნენ სხვადასხვა დაავადებისგან.

„ვიცი, ბევრი მორწმუნე ჩაიდგამს და ბევრი სამღვდელო პირი ცდუნდება: ვერ დათმობენ კეთილდღეობას და მერე ვაიმე, შვილებო. დაიჩიპებიანდა აი, მერე, უკვე გამოჩნდება სატანა. ორმა ქვეყანამ თქვა უარი დაჩიპვაზე, მაგრამ ქართველ ხალხს, ცუდი ზნე აქვს: ყველაფერ ცუდს ჩვენი ერი ითვისებს. მაგრამ გონზე მოდით, გონს მოეგეთ, მოყვასნო. მალე შემოვა ეს საქართველოში და ავიცილოთ სატანის ნიშანი, შვილებო, ნუ დავიღუპავთ თავს. კარს არის მომდგარი ეშმაკის ნიშანი და დავიცვათ ერთმანეთი, შვილებო!"- იწინასწარმეტყველა წმინდანმა.

წლების განმავლობაში მამა გაბრიელი მასთან მოსულთუ პირატესად ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე, სინანულზე, სიმდაბლესა და სიკეთეზე უქადაგებდა, ხოლო ახალ კელიაში გადასვლის შემდგომ, მკვეთრად და მძლავრად დაიწყო საუბარი ბოლო ჟამზე. მასთან ყველა მიმსვლელს ეუბნებოდა, რომ ბოლო ჟამისეულ ეპოქაში ცხოვრობდნენ.

"მე მესმის, რომ მოციქულთა დროიდან ამბობენ - ახლოს არის ჟამი. მაგრამ მერწმუნეთ, ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე ვიყო პასუხისმგებელი ამ სიტყვებზე, რომ მართლაც ახლოს არის ჟამი! თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს

„როცა დევნა დაიწყება და მთებში მოგიწევთ გასვლა, ნუ შეშინდებით. როგორც ისრაელიანებს არაფერი აკლდათ უდაბნოში, როდესაც ისინი ფარაონის და ეგვიპტის მონობიდან გამოვიდნენ, ისევე მოგხედავთ ღმერთი თქვენც, რომლებიც ქრისტეში თავისუფლებისთვის გახვალთ მთებში, რათა გაექცეთ ეგვიპტის - ამ სოფლის, დაფარაოს - ანტიქრისტესმონებას. იცოდეთ, ეს ღვაწლი აღთქმულ ქვეყანაში - სასუფეველში შეგიყვანთ და მზესავითგან გაბრწყინებთ.

„მაშინ მთავარ იიქნება რწმენა, სასოება და სიყვარული ქრისტესი. ანტიქრისტე საშინელ შიშს მოიტანს ქვეყანაზე და მთავარია, თქვენ ამ შიშს გაუძლოთ. ელიას და ენუქის ბრძოლა ანტიქრისტესთან ტელევიზიით იქნება ნაჩვენები და ამისი ნახვა მრავალ იუდეველს მოაქცევს" - ამბობდა იგი.

არქიმანდრიტი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე 1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში დაიბადა. გოდერძი ჩვილობაშივე მოუნათლავთ წმ. დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში,იმ პერიოდში საქართველოში კომუნისტური რეჟიმი მძვინვარებდა, იდევნებიდა სარწმუნოება, ინგრეოდა თუ იხურებოდა ეკლესიები, უდანაშაულოდ კლავდნენ და ასახლებდნენ მოსახლეობას.

დაახლოებით ორი წლის იყო გოდერძი, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში მოუკლეს მამა - ვასილ ურგებაძე. შემდგომში ოჯახის წევრები მამის საპატივსაცემოდ ბავშვს ვასიკოს ეძახდნენ. პატარა ვასიკო ბავშვობიდანვე ღვთიური მადლით გამოირჩეოდა. კენჭებისგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგ ასანთის ღერებს ანთებდა. დედას (შემდგომში - მონაზონი ანა. დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში) ეშინოდა, რომ არავის შეენიშნა ვასიკოს ამგვარი გატაცება, რადგან არ იყო გამორიცხული ოჯახის დასმენა ბავშვის კომუნისტური იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ აღზრდისთვის.

ვასიკო ყრმობიდანვე უცნაურად იქცეოდა - თანატოლებთან თამაშს განერიდებოდა ხოლმე და ამჯობინებდა მარტოობასა და მდუმარებას, 12 წლის ვასიკოს წრფელი სიყვარულისა და მოღვაწეობრივი ცხოვრებისათვის უფლისგან ძალმოსილებისა და საღმრთო გამოცხადებათა მადლი მიენიჭა.

მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. ხოლო 1965 წლის 1 მაისს კი, კომუნისტური აღლუმის დროს, დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: "იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა - ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს".

კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 1965 წ. 3 აგვისტოს განჩინებით. მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.

მამა გაბრიელი ბოლო წლებში მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ კოშკში ცხოვრობდა. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი, ანდერძისამებრ, ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული , მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს, არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად, დღემდე უხრწნელია, ის მცხეთის დედათა მონასტერში მონაზონ პარასკევასთან ინახება და ავადმყოფები ეამბორებიან.

მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

წმინდანის საფლავზე უამრავი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ენაზეა გამოცემული წიგნები გაბრიელ ბერის სწავლების, ცხოვრება-მოღვაწეობისა და სასწაულებრივ კურნებათა შესახებ.

2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მას წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი უწოდა.

2013 წლის 20 თებერვალს სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების აღმოყვანება მოხდა, (არსებული მისი საფლავიდან). წმინდა ნეშტი დროებით ლუსკუმაში მოათავსეს. ერთი დღე წმინდა ნაწილები დაბრძანებული იყო სვეტიცხოველში, შემდეგ კი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც წმინდა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები უამრავმა ადამიანმა მოილოცა, მათ შორის უცხოეთიდან ჩამოსულებმაც.

ამჯამად წმინდა ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებელისა და სალოსის წმინდა უხრწნელი ნაწილები მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ეკლესიაშია დაბრძანებული, სადაც მლოცველთა ნაკადი არ წყდება.

მამა გაბრიელის ხსენება წელიწადში ორჯერ ხდება. 2 ნოემბერს მისი აღსრულების დღეს და 20 თებერვალს წმინდა მამა გაბრიელის ნაწილების საფლავიდან ამოყვანების დღეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×