ია აბულაშვილი
29.01.2020

საქართველოში უამრვი სიწმინდეა დავანებული, ბევრიც დაიკარგა და დღემდე უცნობია მათი ადგისამყოფელი. ისტორიკოსი ლევან ბუბულაშვილი, რომელიც მრავალი წელია იკვლევს საქართველოს ეკლესიის სიწმინდეებს აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში დაბრძანებული რელიკვიების საქართველოში ჩამობრძანების შესახებ მწირი ცნობები მოგვეპოვება, მაგრამ ძირითადად ეს სიწმინდეები კონსტანტინეპოლიდან, იერუსალიმიდან და სხვა წმინდა ადგილებიდან შემოაბრძანეს საქართველოში.

სიწმინდეებით მდიდარი იყო სვეტიცხოველი, შიო მღვიმე, საფარა, აფხაზეთის ქრისტიანული ტაძრები. საქართველოს ეკლესია-მონასტრებში წმინდა ნაწილები ხატებსა და ჯვრებში იყო ჩასვენებული, ნაწილი კი საგანგებო სანაწილეებში ინახებოდა.

მაცხოვრის სახელთან დაკავშირებული წმინდა ნაწილები საქართველოში მე-4 საუკუნის დასაწყისიდან ჩნდება და ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას უკავშირდება.

ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, ლეონტი მროველის გადმოცემით, გაქრისტიანებულმა ქართლის მეფე მირიანმა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინესთან დესპანები მიავლინა:

„წარავლინა მირიან მეფემ ეპისკოპოსი იოანე და მისი თანა  წარჩინებული  წინაშე კონსტანტინე მეფისა და ითხოვა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა“.

ბიზანტიის კარზე მისულ იოანე ეპისკოპოსს იმპერატორმა უბოძა ნაწილი „ძელი ცხოვრებისა და ფიცარნი იგი, რომელთა ზედა ფეხნი დამსჭვალულ იყვნეს უფლისანი და სამსჭვალნი ხელთანი“ (ორი სამსჭვალი, რომლითაც ქრისტეს ხელები დაუჭედეს და ფიცარი,  რომელზედაც უფლის ფეხები დალურსმნეს). 

„ძელი ცხოვრებისა“ იყო „მცველი და მფარველი მეფეთა სკიპტრისა“.

წერილობითი წყაროების მიხედვით, „ძელი ცხოველის“ ნაწილები რომლებიც ჯვრებსა და ხატებში იყო ჩასვენებული და ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმემ მოაღწია. 

ღრუბელი, რომელითაც ქრისტე სისხლისგან განწმინდეს - მისი ერთი ნაწილი ინახებოდა დრანდის ტაძარში, ნაწილი კი ზუგდიდის მუზემში. 

ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში დაბრძანებულია „ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი“, ასევე „აღდგომის ქვის ნაწილი“, რომელიც საფლავიდან გადააგორეს ანგელოზებმა. 

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ინახება მაცხოვრის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები: „ქვა მაცხოვრის საპყრობილებდან“, „მიწა გეთსამინიის ბაღიდან“; „ქვა გოლგოთიდან“, ზეთისხილის ხის ნაწილი და მიწა. 

ოთარაშენის ეკლესიაში დაცული ყოფილა იერუსალიმიდან ჩამოტანილი „ბანბა, ცხოველსმყოფელისა ნაბანი, რომ განწმინდეს“; „სულიწმინდის მოსვლის დროს ტრაპეზზე ბარძიმის ქვეშ დადებული ვარდი“; „ბზის ნაწილები“, რომელსაც ფეხქვეშ უფენდნენ მაცხოვარს იერუსალიმში შესვლის დროს; „ქრისტეს საფლავის ლოდი“; „მდინარე  იორდანეს კენჭი“ და სხვა სიწმინდეები, რომელიც ინახებოდა ხელოვნების მუზემში, დღეს საქართველოს საპატრირქოშია დაცული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×