ია აბულაშვილი
02.06.2023

გოლოვინისა და მიხეილის პროსპექტები, თბილისელების ყველაზე საყვარელი ადგილი, ცნობილი იყო, როგორც მაშინ ეძახდნენ, „ელექტრონული თეატრებით." კინოთეატრი „აპოლო" მიხეილის პროსპექტზე 1909 წლის აპრილში გაიხსნა. „ტფილისკი ლისტოკი" იუწყებოდა, რომ „გაიხსნა გრანდიოზულად მოწყობილი ელექტრონული თეატრი „აპოლო," ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი კინოთეატრი, სამსარულიანი შენობა, დიდი ფანჯრებითა და თაღებით."

პროექტი ეკუთვნოდა თბილისელ არქიტექტორ ლეოპოლდ ბილფელდს. შენობა ააგეს გერმანელი მეწარმის - ჰეგელის სახსრებით, რომელიც წლების განმავლობაში მისი მფლობელიც იყო. გერმანელების შემდეგ, როგორც თბილისში მოღვაწე იტალიელი მშენებელი კარლო მორეტი წერს, „აპოლო" იტალიელი ძმების - რიჩების საკუთრება გახდა, გასაბჭოების შემდეგ კი ჩამოართვეს და სახელიც შეუცვალეს - „ოქტომბერი" დაარქვეს.

გოლოვინის პროსპექტის მშვენება იყო კინოთეატრი „არფასტი," რომლის მფლობელიც იყო ცნობილი სომეხი მრეწველი არამიანცი.

მელიქ კაზარიანცის სახლში გაიხსნა კინოთეატრი „სოლეი." მაშინ თბილისში სულ 15 სარეკლამო ბოძი იდგა და მათზე სარეკლამო აფიშები იყო გაკრული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×