ია აბულაშვილი
28.06.2021

სვანეთის მშვენება იენაშის ეკლესია, რომელიც მესტიის ახლოს მდებარეობს, ქართული ხუროთმოძვრების უიშვიათესი ძეგლია, რომელიც იოანე ნათლისმცემლის სახელზე არის აგებული.

ეკლესია მოხატული იყო უნიკალური ფრესკებით, განსაკურთებულ მნიშვნელობას იძენს საკუთრხველის კედელზე გამოსახული იოანე ნათლისმცემლის ცხოვრების ამსახველი ფრესკა "იოანე ნათლისმცემლის ხსნა ვეშაპისგან".

აქვეა მოციქuლების - პეტრესა და პავლეს ფრესკა. კონქვეშ გამოსახული იყო მაცხოვaრი. კანკელის წინ კი აღმართული იყო უძვიფასესი ჯვარი, რომლის ყველა მხარე მთავრდებოდა დიდი მრგვალი მედალიონებით. ჯვრის კიდეები და მედალიონები შესრულებული იყო მოოქროვილი ვერცხლის წნულისგან და მოჭედილი იყო ძვირფასი ქვებით.

ეკლესიის საგანძურში დაცული იყო მე-11 საუკუნის დიდი მაცხოვრის ხატი, შესრულებლი დიდოსტატის მიერ. მაცხოვარს ხელთ ეპყრა სახარება. ხატი მოჭედილი იყო ოქროთი და ვერცხლით.

ტაძარი რამდენჯერმე გაძარცვეს. დაკარგულია უნიკალური ხატები, მათ შორის წმინდა გიორგის ხატი და საწინამძღვრო ჯვარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×