ია აბულაშვილი
27.06.2021

კასპის რაიონის სოფელ მეტეხში დგას ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, როლმელიც მე-12 საუკუნეში აუგიათ. ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ადგილას ეკლესია გორგასლის დროიდან არსებობდა, რასაც ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც ტაძარს  „გორგასლიგან შენებულს“ უწოდებს: „აქ მტკვრის კიდეს არის მონასტერი ყოვლადწმინდისა, გუმბათიანი დიდი, მეტეხი, კეთილშენი გორგასლისაგან“.

ტაძარის ფასადი შემკული იყო ჩუქურთმებით, მას თავზე ედგა ულამაზესი გუმბათი 12 სარკმლით. ტაძრის შიგნით იყო დიდი ჭა. 

ტაძარს თავდაცვითი მნიშვნელობაც გააჩნდა, მას შემოვლებული ჰქონდა გალავანი 4 კოშკით, რომელიც დღეს დანგრეულია.  

ჟამიანობის დროს სოფლის მოსახლოება ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს აფარებდა თავს. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთი შემოევის დროს, სოფლის მოსახლოებას თავი ტაძარში შეუფარებია, წყლის მარაგს რამდენიმე დღის განმავლობაში ამ ჭიდან იღებდა. ლეკებმა, რომლებმაც ტაძარი ვერ აიღეს, ცეცხლი წაუკიდეს, მაგრამ მოხდა სასწაული, უცბად კოკოსპირული წვიმა წამოვიდა და აგიზგიზებული ცეცხლი ჩააქრო. ამ სასწაულის შემსწრე ლეკები თავზარდაცემულები გარბოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×