ია აბულაშვილი
23.06.2021

დაბის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ბორჯომში სოფელ დაბაში მდებარეობს, მე-14 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური ძეგლია.

ტაძარი 1333 წელს გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს აშენდა. ამაზე მიუთითებს ასომთავრული წარწერა, რომელიც დატანებული არის ეკლსიის ერთ-ერთ შესასვლელთან. ტაძარი აუგია მეფე გიორგი ბრწყინვალის მოლარეთუხუცესს.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, მას აქვს ორi შესასვლელი ჩრდილოეთით და დასავლეთით. ტაძრის ფასადები მოკაზმულია მრავალი ჩუქურთმებით, ორნამენტებითა და თაღოვანი ჩარჩოებით. განსკუთრებით გამოირჩევა დასავლეთი ფასადი;

დაბის წმინად გიორგის ეკლესია, რომელიც დაბურულ ტყეში მდებარეობს გზიდან არ მოსჩანს, ტაძარს სანახევროდ გამოქვაბული ფარავს. ტაძარს არა აქვს კარები, თქმულების თანხამად სალოცავს კარი რადენჯერმე შეაბეს, მაგრამ ყოველთვის ვარდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×