ია აბულაშვილი
23.02.2021

ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც ამბროლაურში, სოფელ ზემო კრიხში მდებარეობს, მე-10 საუკუნეში აუგიათ, რასაც დასტურებს ასომთავრული წარწერა ტაძრის გარეთ. ეკლესია მდიდარია შუასაუკუნეების  ქართული კედლის მხატვრობის უნიკალური ნიმუშებით. 

ვედრების ფრესკა, რომელიც ამშვენებდა საკრთხეველს, ორ უცნობ მხატვარს მოუხატავს; მაცხოვარს მარცხენა ხელში უჭირავს გაშლილი წიგნი დაწერილი ასომთავრულით.  ტრიუმფალური კამარის თავზე კი გამოსახულია ხარება. 

ჩრდილოეთ კედელებზე გამოსახულია ამაღლების და ნათლისცების კომპოზიცია და მთავარანგელოზი, რომელსაც მარცხნივ უდგას ოთხი დიდებული, ერთ-ერთს ხელში უჭირავს ეკლსიის მოდელი.  ეს ფრესკები მე-11 საუკუნით თარიღდება.

ზემო კრიხის ეკლესია განთქმული იყო თავისი საგანძურით, ვერცხლზე ნაჭედი ძვირფას თვლებიანი ხატებით, რომლებსაც სამკაულებიან ხატებს უწდებდნენ. მათ შორის გამორჩეული იყო ვერცხლით ნაჭედი, ოქროთი დაფერილი, ძვირფასი თვლებითა და მინანქრით დამშვენებული ღვთისმშობლის ხატი. მიქაელ მთავარანგელოზის  ხატი, შეჭედილი ვერცხლითა და დაფერილი ოქროთი.  შემკული ძვირფასი თვლებით. ერთ-ერთი უძველესი და უიშვიათესი ხატები, რომელიც ეკლესიაში იყო დაცული მე-11 სუკუნეში შექმნილი წმინდანების მარინესა და ირინეს ხატებია.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ზემო კრიხის ეკლესიას უნიკალური ქანდკება, რომლიც ეკლესიის დასავლეთ  კედელთან, კანკელთან არის აღმართული.  ქვის ქანდაკებაზე გამოსახულია დათვის და ორი ბელის თავი. ლეგენდის თანახმად, ეკლესიის აგების წინ  ამ ადგილას, სადაც  ეკლესიის აგებამდე უღრანი ტყე იყო, მოუკლავთ დედა დათვი თავისი ორი ბელით. ოსტატმა კი მათი სახეები ქვის ქანდაკებაში უკვდავყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )