
ქართული მართლმადიდებულური ეკლესია, რომელიც მდიდარია უნიკალური ხატებით, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ანჩის ხატს. ხატი შუასაუკუნეების ქართული ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშია, რომელიც ჩასმულია უძვირფასეს ჩარჩოში. ჩარჩო მოჭედილია მე-12 საუკუნეში და მისი ავტორი გამოჩენილი ქართველი ოქრომქანდაკებელი ბექა ოპოზარია.
ისტორიულ წყაროების მიხედვით, ანჩის ხატის მოოქროვილი ვერცხლის ჩარჩო თამარ მეფის ბრძანებითა და მისი სახსრებით მოუჭედავთ; ამას ადასტურებს ჩარჩოზე დატანებული ასომთავრული წარწერა: "ბრძანებითა და ნივთისა ბოძებით ღმრთივ გვირგვინოსანისა დიდისა დედოფალ დედოფლისა თამარისაითა აქა და საუკუნესა. მოიჭედა ხელითა ბაქაისითა ქრისტე შეიწყალე".
ანჩის ხატის მოოქროვილი ვერცხლის ხატის ჩარჩო, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება და ხატთან ერთად დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, შემკულია "ვედრების" კომპოზიციით.
მარჯვნივ და მარცხნივ არშიებს შუაში ღვთისმშობლისა დ იოანე ნათლისმცემლის ფიგურებია გამოსახული. ზემოთ ორივე კუთხეში მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზის ფიგურებია ამოკვეთილი.
ჩარჩოს ცენტრში გამოსახულია საყდარი, სამეფო ტახტზე აღმართული ჯვრით. ქვემო არშიებზე გამოსახლია პეტრე და პავლე მოციქულები და იოანე მახარობელი.