ია აბულაშვილი
11.12.2020

"ტაძარი წმინდა ბარბარესი ქვემო ნავთლუღში, აგებული ძველ დროს, დიდი თაყვანის-საცემელია, დღეობას იქ იკრიბება დიდძალი მლოცველი. წმინდა ბარბრეს მოსალოცად აქ მუდამ მოჰყავთთ სახადით მოსარჩენელი ბავშვები"-ასე აღწერს ცნობილი ქართველი ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი წმინდა ბარბარეს ეკლესიას თბილისში, რომელიც გადმოცემის თანახმად მე-8 საუკუნეში აუგიათ.

თავდაპირველად ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე ყოფილა ნაკურთხი. ეკლესია განახლდა მე-18 საუკუნეში მეფე ერეკლეს თაოსნობით.

წმინდა ბარბარეს ეკლესია ერთ-ერთი გამორჩეული იყო ძველ თბილისში. ძირძველ თბილისელებს, სწორედ ამ ეკლესიაში მოჰყადათ შვილები დასალოცად და წმინდა ბარბარეს მამალს სწირავდნენ. ტაძარში დავანებული იყო მე-16 საუკუნის წმინდა ბარბარეს სასწაულმოქმედი ხატი, წმინდა ბარბარეს სამი შარავანდედი ადგას თავზე.

ეკლესიაში ასევე დაცული იყო აღდგომის უძვირფასესი ხატი და კიევის წმინდა ვლადიმირის ტაძარში დაბრძანებული წმინდა ბარბარეს ნეკის ასლი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×