ია აბულაშვილი
09.12.2020

მთასაყდრის ეკლესია, რომელიც მე-9 საუკუნით თარიღდება, მდებარეობს რაჭაში და იგი წმინდა გიორგის სახელზე აუგიათ. ეკლესია მთის მაღალ კლდეზე მდებარეობს და მთელს რაჭას გადაჰყურებს. ძველად ამ ეკლესიას "მთის წმინდა გიორგის" ელესიას უწოდებდნენ. იგი ითვლებოდა ყველაზე ძლიერ, ყოვლისშემძლე და ბედჩაკეტილთა სალოცავად.

ეკლესიას ირგვლივ ტყე აკრავს, აქვე არის წყარო და მას წმინდა გიორგის წყარო ჰქვია. წყაროს ბერების ლოცვით დაუწყია დინება. ბერები აქ ზააფხულობით ბარიდან ამოდიოდნენ და მეურნეობას უვლიდნენ. ქონდათ სათიბები, ჰყავდათ საქონელი და თავიანთ მონაგარს ქვრივ-ობლებს ურიგებდნენ.

ეკლესიის მთავარი ნავი, რომელიც აგებულია მე-9 საუკუნეში, მოხსენიებულია ძველ ისტორიულ წყაროებში. ეკლესიას საუკუნეების მანძილზე მფარველობდნენ ქართველი დიდებულები, რომელებიც მონასტერს ყმა-მამულებს და ძვირფას საკელესიო ნივთებს სწირავდნენ.

ეკლესიაში შეორჩენილი იყო ბაგრატ მეხუთის მიერ შეწირული ძვირფასი საეკლესიო ნივთები. ასევე სოლომონ მეორის მეუღლის მარიამ დედოფლის მიერ 1795 წელს გაცემული შეწირულობის სიგელი. ეკლესიის საგანძურში შედიოდა უძველესი და უძვირფასესი ჯვარ- ხატები, რომლებიც ბოლშევიკების დროს უკვალოდ გაქრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×