ია აბულაშვილი
25.11.2020

თელოვანის ჯვარპატიოსანის ეკლესია, რომელიც მცხეთასთან ახლოს მდებარეობს, მე-8 საუკუნით თარიღდება. ტაძარი მე-9 საუკუნის დასაწყისში მოუხატვთ და დღესაც კედლის მხატვრობის ერთ-ერთ უძველეს და უმნიშვნელოვანეს ნიმუშად ითვლება. ტაძრის მშვენებაა საკურთხეველში ქრისტეს დიდების ფრესკა, რომელიც უადრესი ძეგლია ქრისტიანულ ხელოვნებაში და მას სირიის, პალესტინის, მესოპოტამიის და ეგვიპტის ძეგლების გვერდით მოიხსენიებენ.

საკურთხევლის თავზე გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე, გვერდზე მლოცველი ანგელოზებით, რომელიც გოლოგოთას ჯვარზე ვნებული მაცხოვრის ტრიუმფის იდეას გამოხატავს. ქრისტეს გამოსახულებას მედალიონში აქვს ასომთავრული წარწერა "წმინდაი პირი ღვთისა". სარკმლის ორივე მხარეს კი გამოსახული არიან მოციქულები წმინდა პეტრე, წმინდა პავლე, წმინდ ანდრია და წმინდა ბართლომე.

თელოვანის ჯვარპატიოსანის ტაძრის მორთულობაში ერთ-ერთი გამორჩეულია გუმბათში გამოსახული ჯვარი, რომელიც ჯვრის განდიდებას წარმოადგენს და ეფუძნება მირიან მეფის ხილვისა და მის მიერ სამი ჯვრის აღმართვის შესახებ ლეგენდას. გუმბათის  წმინდა ჯვარს აქეთ-იქით ამშვენებს მავედრებელთა ფიგურები; ჯვრის ქვეშ თევზის გამოსახულებით. მარცხენა მხარეს კი გამოსახულია პალმის ხე ირმებით გარშემორტყმული, რაც სიცოცხლის ხის სიმბოლოა.

გადმოცემის თანახმად, საუკუნეების მანძილზე, ყოველ სულთმოფინობას, ეკლესის თავზე გამოჩნდებოდა ჯვარი, ენით აღუწერელი ბრწყინვალებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )