ია აბულაშვილი
23.11.2020

ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ქართლში, სოფელ გარიყულაში მდებარეობს, მე-9 საუკუნით თარიღდება. ქართული ხუროთმოძვრების ეს უძველესი ძეგლი, ნაგებია ქვიშით და ნატეხი ქვით.

ეკლესია გამოირჩეოდა თავისი უნიკალური მოხატულობით. ხელოვნების ნიმუშად კი ითვლება ეკლესიის მფარველის წმინდა გიორგის ცხოვრების ამსახველი სცენები, რომელებიც ეკლესიის ოთხივე კედელზეა გამოსახული.

ეს არის 5 სცენა წმინდანის ცხოვრებიდან: წმინდა გიორგის ურმის თვალს შესვლა და გიორგის ფორცხვით ხვეტა, აქვეა სარკინოზის სასწაული.

ტაძრის დასავლეთ კედელზე ყრმის ტყვეობიდან დახსნის სასწაულია გამოსახული, მას თან მოსდევს მეომრების წმინდა დემეტრეს და წმინდა თევდორეს ფრესკები.

ფავნისის მშვენებაა საკურთხევლის კონქვეშ გმოსახული ვედრების სცენა და თორმეტი მოციქულის მოხატულობა. ასევე საკურთხევლის სარკმლის თავზე მედალიონში ჩასმული ჯვარი; ხატი-მანდილისა.

ეკლესიის კამარაში გამოსახულია სახარების სცენები, ჩრდილოთ კედელზე ხარება, იერუსალიმში შესვლა. დასავლეთ კედელზე მირქმა, დედანი მაცხოვრის საფლავთან და ღვთისმშობლის მიძინება. ყველა ეს ფრესკა მე-13 საუკუნით თარიღდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )