ია აბულაშვილი
10.11.2020

მიქარწმინდის მონასტერი, რომელიც რაჭაში, სოფელ მიქარწმინდაში მდებარეობს, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და მე-10 საუკუნით თარიღდება. ტაძარი მთავარანგელოზის სახელზე აუგიათ. 

მიქარწმინდის მონასტერი გამოირჩეოდა თავისი უნიკალური ფრესკებით და სიწმინდეებით, სადაც დაცული იყო მე-16 საუკუნის ჯვარი მთავარანგელოზისა ვერცხლით შეჭედილი, შემკული მთავრანგელოზის და წმინდა გიორგის ხატებით. ჯვარს ამშვენებდა სამი უძვირფასესი თვალი და 14 სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა.  წარწერაში მოხსენიებულია მეფე გიორგი მეორე და მისი ძე ლეონი.

მონასტრის მშვენება იყო მე-16 საუკუნის ღვთისმშობლის ხატი ვერცხლით ნაჭედი, დაფერილი ოქროს წყალში, შემკული 3 ძვირფასი თვლით და 2 მარგალიტით, ბოლოში ასომთავრული წარწერით. ასევე მე-17 საუკუნის ვერცხლით ნაჭედი ხარების ხატი, ვერცხლით ნაჭედი, მაცხოვრის ხატი, დაფერილი ოქროს წყალში და შემკული ასომთავრული წარწერით.

ტაძრის წიგნსაცავში ინახებოდა საეკლესიო წიგნები, მათ შორის სახარება, ხუცურად ნაწერი, კონდაკი ხუცურად ნაწერი, თარგმანი იოანე მახარობლის გამოცხადებისა, ხუცურად ნაწერი. ეს უნიკალური ხატები, საეკლესიო ნივთები და წიგნები ბოლშევიკების დროს, სოფლის თემკომის საწყობში იყო შეყრილი, რომელიც უნახავს საქართველოს პატრიარქს ამბროსი ხელაიას რაჭაში მოგზაურობის დროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )