ია აბულაშვილი
08.11.2020

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია საინგილოში მდებარეობს. მის აგების შესახებ ზუსტი ცნობებეი არ მოიპოვება. ხალხური გადმოცემით, ეს ეკლესია წმინდა გიორგის ძველი ეკლესიის ნაშთებზე აუგიათ, იმ ქვებიდან, რომელიც საუკუნეების მანძილზე ამ ტერიტორიაზე ეყარა. ამ ქვებზე ქრისტიანები ლოცულობდნენ, სანთელს ანთებდნენ და „თეთრსაც სწირავდნენ“.

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია პირველად მოხსენიებულია 1310 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ საეკლესიო ნუსხაში.

ახალი ეკლესია 1890 წელს აუგია არქიმანდრიტ ლეონიდეს, რომელიც შემდეგ საქართველოს პატრიარქი იყო. ეკლესია ჯვრის ტიპისაა. უნიკალურობას კი სძენს დიდი ზომის ჯვარი, რომელიც ეკლესიის შიგნით არის გამოსახული და ჭერამდე აღწევს. ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია წელიწადში მხოლოდ ორჯერ, გიორგობას იღება მომლოცველთათვის და პარაკლისი აღევლინება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )