ია აბულაშვილი
28.09.2020

ქრისტიანული ძეგლი ინგუშეთში მაღი-იერდი, რომელიც მდებარეობს სოფელ სალგის მახლობლად, შუა საუკუნეების ქართული ძეგლია და აგებულია ჯავახარის ხეობის მიუვალ კლდეზე.

სამლოცველოსთან ახლოს, იმავე კლდეზე მდებარეობს კოშკი-მაგოდი. სამლოცველოსა და კოშკს შორის ასამდე სამრახია. ლეგენდის თანახმად, ამ სალოცავიდან, ღამე ისეთ შუქი გამოდიოდა, რომ მის შუქზე ნემსის წვერში ძაფს გაუყრიდიო. სავარაუდოდ სამლოცველო მე-13 საუკუნეში უნდა იყოს აგებული.

მაღი-იერდის სამლოცველოს სამხრეთ ფასადზე გამოსახული იყო გოლგოთას ჯვარი. ლეგენდის თანახმად მაღო-იერდის აგება უკავშირდეა ვინმე ბერძენ კაცს, რომელსაც მაგოს ეძახდნენ და ამ ადგილას სხვა ქვენიდან ჩამოსულა.

ერთ- ერთი ვერსიით საქართველოდან, სხვა ვერსიებით კი ერაყიდან, სირიიდან და ინდოეთიდან. ეს ადგილი ძალიან მოსწონებია, სადაც დასახლებულა კიდეც, მისი შთამომავლები ჩოფიკაშვილის გვარის ხალხი ყოფილან, ალექსანდრე ყაზბეგი ამ გვარის წარმომადგენელია. ლეგენდის თანახმად მაგო ამავე მთაზე, ერთ-ერთი მზის სალოცავშია დაკრძალული.

ის რომ, მაგო ქართველი იყო დასტურდება მაღი-იერდის სამლოცველოში ნაპოვნი უძველესი ხელნაწერით, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოუჩენია ინგუშეთში, ქალაქ ნაზრანში მცხოვრებ, ვინმე აბდულვაჰაპ ელჯარკოვის წინაპარს.

ამ ხელნაწერით დასტურდება რომ ამ სამლოცველოში შუა საუკუნეებში წირვა- ლოცვა ქართულად აღევლინებოდა. აბდულვაჰაპის მამას მთელი წიგნი უპოვია, ფსალუმნი, რომელიც გადაუცია რუსი ოფიცრისთვის, ორი ფურცელი კი ოჯახურ რელიკვიად შეუნახავს.

მამის დანატოვარი განძი აბდულვაჰიპ ელჯარკოვს გადასახლებაში 13 წლის განმავლობაში უბით უტარებია შუა აზიის ტრამალებში, როგორც უდიდესი სიწმინდე. მისი ანდერძის თანახმად ეს ხელნაწერი, ფსალმუნის ორი ფურცელი, მისმა ოჯახმა საქართველოს გადმოსცა გასული საუკუნის 70-იან წლებში, სადაც მტკიცდება, რომ ამ ტაძრის ამგები, მაგო ეროვნებით ქართველი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×