ია აბულაშვილი
27.09.2020

„დასავლით მეტეხისა და ფცის წყალს არს თიღვის ჯვრის მონასტერი, გუმბათიანი, დიდმშვენიერი, კეთილ ნაშენი. შენობანი გარემოს მრავალნი და აწ ხუცის ამარა“, - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი თოღვის მონასტერს, რომელიც, მისივე ცნობით, აუგია დავით აღმაშენელის ასულს თამარს.

თოღვი უძველესი სოფელია შიდა ქართლში, ყოფილი ზნაურის რაიონში, ფრონის მარჯვენა ნაპირზე, რომელიც იხსენიება მე-10 საუკუნეში „მატიანე ქართლისაში“ და ბაგრატ მესამის სახელს უკავშირდება. სოფელში დგას ქართული ხუროთმოძვრების უძველესი ძეგლი - ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც გათლილი მოწითალო ქვით არის ნაგები, გუმბათი გადახურულია აგურის თორმეტწახნაგა პირამიდით.

ტაძრის შესასვლელ კარზე შემორჩენილია ძალზედ საინტერესო ქტიტორული ასომთავრული წარწერა. ეს წარწერა პირველად აღმოაჩინა მარი ბროსემ. წარწერის თანახმად, ტაძარი აუგია დავით აღმაშენებლის ასულს, შირვანის დედოფალს თამარს 1152 წელს, მისი მეუღლის შირვანის მეფის გარდაცვალების შემდეგ და აქვე აღკვეცილა მონაზვნად. 

გადმოცემის თანახმად, დავით აღმაშენელის ასული თამარი ამ მონასტერში უნდა იყოს დაკრძალული. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია თამარის სასახლის ნანგრევები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×