ია აბულაშვილი
24.09.2020

აკურის მამათდავითის ეკლესია, რომელიც კახეთში, სოფელ აკურაში მდებარეობს, მესამე ძეგლია საქართველოში, რომელიც დავით გარეჯელის პატივსაცემად ააგეს. გადმოცემის თანახმად, ტაძარი 855 წელს, პალესტინიდან დაბრუნებულ ცნობილ ქართველ საეკლესიო მოღვაწეს ილარიონ ქართველს აუშენებია თავისი დედისა და დისთვის.

აკურის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ეკლესია ნაგებია შირიმის ქვით. საკურთხევლის სარკმლის ძირში გამოსახულია ორი წარწერა, ერთი ნუსხურით, რომელიც მე-9 საუკუნით თარიღდება და მეორე ასომთავრული წარწერა, რომელიც ეკლესიის დასავლეთ ფასადზეა. ამ წერწერაში მოხსენიებული არიან პირები, რომლებმაც ტაძარი ააგეს.

მტერთა შემოსევების დროს ტაძარი რამდენჯერმე დაინგრა. განადგურდა კედლის მოხატულობა, რომელიც თავის სტილით სრულიად უნიკალური იყო, მათ შორის ტაძრის სარკმლის მხარეს მზისებური ნიშნის სხვადასხვა გამოსახულებები, რომელიც ასტრალურ კულტს უკავშირდებოდა. 

დღეს კედლის მხატრობის რამდენიმე ფრაგმენტია შემორჩენილი, რომელიც ტაძრის ისტორიის ორ სხვადასხვა ეტაპს ასახავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×