ია აბულაშვილი
23.09.2020

ტბეთის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც იმერეთში სოფელ გეთსამინიასთან ახლოს მდებარეობს, დგას მაღალ მთაზე. ქართულ მითოლოგიაში არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ ეს ტაძარი თამარ მეფეს აუგია. თამარს ჩვეულება ჰქონდა შემოევლო თავისი სამეფოს კუთხე-კუნჭული, სადაც გაჩერდებოდა, ერთი დღეც რომ დაეყო ამ ადგილზე ეკლესია უნდა აეშენებინა;

მეფეს ამ მოგზარობების დროს სულ თან ახლდნენ ხუროთმოძღვრები და ჯარისკაცები, რომელებიც თამარის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებელ მასალას თავის ხელით ეზიდებოდნენ. მეფეს თან ახლდა მუდამ ეპიკოპოსებიც, რომლებთაც ახლად აშენებელი ეკლესია უნდა ეკურთხებინათ; ერთ დღეს ეკლესია შედნებოდა, მეორე დღეს იკურთხებოდა. მესამე დღეს თამარი ამ ეკლესიაში წირავას დაესწრებოდა და გზას გაუდგებოდა.

ერთი ასეთი მოგზაურობის დროს თამარს მაღალი მთის სერზე მთაში, ეკლესიის აშენება გადაუწყვეტია; მოაზიდვინა ქვა და სხვა საჭირო მასალა. დაუწყიათ მშენებლობა, მაგრამ აშენებული კედლები თამარის თვალწინ რამდენჯერმე დაინგრა. ვერა და ვერ ააშენეს ეკლესია. იმ ღამეს თამარის თანმხლებ პირს სიზმარი უნახავს, რომ უხედნელი ხარები უნდა შეებათ ურემში, დაედოთ ამ ურემზე სასაძირკვლე ქვები. ხარებს იმდენ ხანს უნდა ეტარებინათ ეს ქვები, სანამ მიწაზე არ დაეცემოდნენ და არ დაიხოცებოდნენ. სადაც დაიხოცებოდნენ იქ ეკლესიის საძირკველი უნდა ჩაეყერათ.

მართლაც ასე მოიქცნენ, შეაბეს უხედნელი მოზვრები, დატვირთეს ურმები ქვებით და გაუშვეს. იარეს მოზვრებმა და სადაც დაეცნენ და დაიხოცნენ იმ ადგილზე დაიწყეს ეკლესიის აშენება. რადგან ადგილი ძალიან მაღალზე იყო, ხალხი და თამარის ჯარისკაცები ჩამწკრივებულან მდინარიდან მთის წვერამდე და თითოეული ქვა ხელი-ხელ გაწოდებით აუზიდიათ მთის წვერზე; ასე აშენებულა ერთ დღეში ტბეთის წმინდა გიორგის ეკლესია.

ხალხური გადმოცემით, წმინდა გიორგი კარებს არ იყენებს, რამდენჯერაც ეკლესიას კარები შეაბეს კარი ჩამოვარდა. სახელი ტბეთი კი ეკლესიას იქვე მდებარე ერთ-ერთ ტბაის გამომ უწოდეს. ტბეთის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მოქმედი არ არის, მორწმუნეები აქ ყოველ წელს გიორგობას ამოდიან და "ტბეთობის" დღესასწაული იმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×