ია აბულაშვილი
28.08.2020

ღვთისმშობლის სახელზე ჩვენს წინაპარს მრავალი ეკლესია-მონასტერი აუგია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული დიდუბის ეკლესიაა, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება. ამ ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსოლანმა. ეკლესიის უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, შემოსილი მოოქროვილი პერანგით თამარ მეფეს შუწირავს. უკვე საუკუნეებია, დიდუბის ეკლესიაში ყოველ ორშაბათს, ხატის განსადიდებლად ჯანმრთელობის პარაკლისს იხდიან. როგორც პლატონ იოსელიანი წერდა, ივერიის ღვითსმშობლის ეკლესიაში თბილისის მოსახლეობა მოდის წმინდა კვირის ორშაბათს.

ლეგენდის თანახმად, დიდუბის მიდამოებში ძველი საძოვრები ყოფილა. მწყემსს, რომელიც აქ ცხვარს აძოვებდა, ერთხელ ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ "დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დასვენებული, მიდი, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო. მეორე დღეს მთელი სოფელი მივიდა სასწაულმოქბმედი ხატის სანახავად, რომელმაც უსინათლო მოხუცს თვალის ჩინი დაუბრუნა. ამ ადგილას ხატის განსადიდებლად ჯერ ნიშა ააგეს, შემდეგ ეკლესია.

1765 წლს ეკლესია ლეკების შოსევების დროს დაზიანდა, საბოლოოდ კი აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარმა დაანგრია. მე-19 საუკუნეში დანგრეული ეკლესია ახლიდან ააგეს, ცნობილი ქართველი მეცენატის გიორგი ქართველიშვილის შემწეობით. ტაძრი 1884 წელს აკურთხეს. მე-20 საუკუნის დასაწყისში, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძვარი იყო კალისტრატე ცინცაძე, შემდგომში საქართველოს პატრიარქი.

ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ეკლესია დაიხურა; 1925 წელს აქ წინდების საქსოვი საწარმო გაიხსნა. 1929 წელს კი ეს უძველესი ეკლესია აბანოდ გადაკეთდა. ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც 1928 წლით თარიღდება თბილისის ცენტრალურ არქივში ინახება: "მე-11 მილიციის უფროსს, გაცნობებთ, რომ ლენინის უბანში მდებარე ეკლესიის ადგილზე ჩვენ ვაშანებთ აბანოს, რომლისთვისაც, საძირკვლის ჩაყრის გამო, საჭირო ხდება იქვე ეკლესიის გალავანში დამარხული მიცვალებულების გვამების გადატანა..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×