ია აბულაშვილი
26.08.2020

„მისმა ხელოვნებამ და ხუროთმოძღვრებამ, არა მგონია, რომ კაცი არ გააკვირვოს, არა მგონია, რომ მისი შესადარი ძვირფასი ხელოვნებისა სადმე მთლად საქართველოში მოიძებნებოდეს" - წერდა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე იასონ ციიცშვილი 1897 წელს ქოზიფას მონასტერზე, რომელიც ქარელში, ძამას ხეობაში შუა ტყეში აუგიათ.

მონასტრის სახელწოდება იერუსალიმის მახლობლად მდებარე ქოზიფას წმინდა გიორგის სახელიდან მოდის. როგორც მემატიანე წერს, მონასტერი მე-13 საუკუნეში მოუხატავთ, „ჭარბობს ნათელი ცისფერი, ღია მწვანე, ოქრა, მოწითალო აგურფერი".

ქოზიფას სამონასტრო კომპლექსში 5 ტაძარი შედის, რომელთაც გარს აკრავს გალავანი. „გარე ბჭის" თავზე წარწერა კი მოგვითხრობს მთავარი ტაძრის აგებისა და შემკობის ამბავს.

პირველი ეკლესი მე-6 მე-7 საუკუნით თარიღდება, ყველაზე დიდი ტაძარი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის სახელობისაა, რომელიც ბაზალტის ქვით აუგიათ. თავის დროზე მოხატული ყოფილა, რომლის კვალიც დღესაც აქა-იქ ჩანს. საუკუნეებს შემოუნახავს ერთ ქვაში გამოკვეთილი წმინდა ტრაპეზი, რომელიც დღესაც ურყევად დგას. აქვეა უძველესი ხის საწიგნური და მოჩუქურთმებული კანკელის ქვა. სამონასტრო კომპლექსში შედის ყველაწმინდის და შიოს მღვიმლის სახელობის ეკლესიები. წმინდა გიორგისა და მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის ეკლესიები დანგრეულია. გადმოცემის თანხმად, საუკუნეების წინ, ტაძარში მოღვაწე ბერებს, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდენის ტაძრის ქვეშ, საძვალე მოუწყვიათ, სადაც მრავალი წმინდა ნაწილებია დავანებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×