ია აბულაშვილი
25.08.2020

მანგლისის სიონი ქართული ხუროთმოძვრების უძველესი ძეგლია. გადმოცემის თანახმად, ეს იყო პირველი ქვის ტაძარი, რომელიც მე-4 საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდში ააგეს. 

ლეონტი მროველის ცნობით, კონსტანტინე კეისარმა მეფე მირიანთან გამოაგზავნა ეპისკოპოსი იოანე, რომელსაც წმინდა რელიკვიები და ურიცხვი განძი მოჰქონდა საქართველოში ეკლესიების ასაშენებლდა.

ეპისკოპოსი იოანე მცხეთაში ჩასვლამდე მანგლისში შეჩერებულა და აქ ტაძრის აგება დაუწყია, აგებულ ტაძარში კი ქრისტეს წმინდა ჯვრის ნაწილები დაუტოვებია. 

მე-5 საუკუნეში, მანგლისის სიონი ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებულ საეპისკოპოსოებს შორის უკვე მეოთხე ადგილს იკავებდა. მე-7 საუკუნეში მანგლისი ბიზანტიის იმპერატორის ჰერაკლეს შემოსევის დროს ააოხრეს და ტაძარში დაცული სიწმინდეები გაიტაცეს. 

ამის შემდეგ მანგლისის სიონის შესახებ ცნობები აღარ მოიპოვებოდა. მხოლოდ მე-11 საუკუნეში განუახლებიათ ტაძარი, დაუდგამთ დიდი გუმბათი და მოუხატავთ. ჯერ ლეკების, შემდეგ აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობისას მანგლისის სიონი სულ დაინგრა, მე-19 საუკუნეში კი ისევ აღადგინეს.

გრანდიოზული აღმაღლების ფრესკა, რომელიც ტაძარს ამშვენებდა, გადმცემის თანახმად, ვახტან გორგასლის დროს შეუქმნიათ. ტაძარში დავანებული იყო იოანე მანგლელის თანმხლები სასწაულმოქმედი ხატი. ტაძრის სამხრეთ შესასვლელში, ქვის ჯვრის ქვეშ, თევდორე კველთელის ნაწილები განისვენებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×