ია აბულაშვილი
23.08.2020

წმინდა მოციქული მატათა ერთ-ერთია ქრისტეს თორმეტი მოციქულიდან, რომელიც სულთმოფინობის შემდეგ მოციქულებმა იუდა ისკარიოტელის მაგივრად აირჩიეს. სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ, მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად ექადაგა სახარება. მატათას ღვთის სიტყვის ქადაგება წილად ხვდა პონტოსა და კოლხეთში, რომელიც, საეკლესიო სწავლებით, მეორე ეთიოპიიის სახელით არის ცნობლი.

წმინდა მოციქულმა მატათათ, რომელსაც საღმრთო სჯული იერუსალიმში სიმონ მირქმელმა ასწავლა, მოიარა ქალაქები, დაბა-სოფლები და ყველაგან ახარებდა იესო ქრისტე მიერ კაცობრიობის ხსნას. იუდეველების გარდა, წმინდა მატათა წარმართთა შორისაც ქადაგებად ქრისტეს რწმენას. მრავალი ტანჯვა დაითმინა იქაური წარმართებისგან. 

მის მოწამებრივი სიკვდილის შესახებ, არაეთრი წყარო არსებობს. ერთი ვერსიით, ის იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს და შემდეგ თავი მოჰკვეთეს. ბერძნული წყაროების მიხედვთი კი, წმინდა მატათა ჯვარცმით აღესრულა.

წმინდა ეპიფანე კვიპრელის ცნობით, რომელიც მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა, მატათა მოციქულმა მეოთხე საუკუნეში იქადაგა სახარება მეორე ეთიოპიაში, ანუ კოლხეთში და იქვე  გარდაიცვალა, დაკრძალულია ასარის ციხე- სიმაგრეში (ბათუმის ახლოს გონიოს ციხე-სიმაგრეში). 

ამას ადასტურებს სოფრონეც, რომელიც წერდა, რომ „მატათა მოციქულმა იქადაგა სხვა ეთიოპიაში მდინარეებს აფსარუსსა დ ჰიშს შორის, სადაც არის დასაფლავებული“. 

მისივე ცნობით, წარმართნი მას ჰგვემდნენ, მიწაზე ათრეთდნენ, ბოძებზე კიდებდნენ და ბასრი რკინებით უფლითავდნენ სხეულს, ცოცხლად უწვავდნენ ხორცს, მაგრამ უფლის მიერ განმტკიცებული წმინდა მოციქული მხნედ და სიხარულით იტანდა ამ განსაცდელს.

წმინდა მატათა მოციქული გამოსახულია საქართველოს ეკლესიის დიდების ხატზე, ანდრია პირველწოდებულთან ერთად. საქართველოს ეკლესიის დიდების ხატის შემქმნელი კი ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწე და ხატმწერი მიხეილ საბინინია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×