ია აბულაშვილი
17.08.2020

"თამარ მეფის ციხიდან ექვსი ვერსის დაშორებით აღმართულია ერთი მთა, რომლის შესახებ გადმოცემა არსებობს, ამ მთას ელიას მთა ჰქვია - ძირს მლაშე ტბა ევლება. შუა მთაში გამოჭრილია ფართო მღვიმეში აშენებული სამრეკლო. 

გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისთვის ყორანს საჭმელი მოჰქონდა და რომ მან თავისი წამოსასხამი თავის მოწაფეს ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდან ცაში ამაღლდა"- ასეთი ჩანაწერი გაუკეთებია ცნობილ ფრანგ მწერალს ალექსანდრე დიუმას 1858 წელს საქართველოში მოგზაურობის დროს. ლეგენდა ელიას მთაზე და სამრეკლოზე მწერალს ადგილობრივებისგან შეუტყვია.

ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი, რომელიც მდებარეობს კახეში, დედოფლისწყაროში, ორმწვერვალიან მთაზე, მე-6 საუკუნეში აუგიათ და ასურელი მამების სახელს უკავშირდება. მომლოცველები ამ ტაძარში საუკუნეების მანძილზე საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიოდნენ, ღამეს უნაგირზე ათენებდნენ და ლოცვას ელიას კლდის ძირას აღავლენდნენ.

ლეგენდის თანახმად, მღვიმეში ელია წინასწარმეტყველისთვის ყორანს საჭმელი მიჰქონდა, ელია წინასწარმეტყველი კი ცაში მას შემდეგ ამაღლდა, როდესაც თავის მოწაფეს ელისეს თავის წამოსასხამი დაუტოვა.

ელიას მთიდან იყო შესასვლელი გვირაბში, რომლის ერთი ბოლო ხორნაბუჯის ციხეში შედიოდა, იქიდან კი სხვადასხვა მხარეს გადიოდა. გვირაბში ოთხი ცხენოსანი შედიოდა, ტაძრიდან კი კარგად ჩანდა საიდან უტევდა მტერი საქართველოს.

1616 წელს შაჰ-აბასის შემოსევის დროს, რომელმაც მთელი კახეთი ააოხრა, ელიას სამლოცველოც დაინგრა, რომელიც შემდეგ აღადგინა ერეკლე მეფემ. მე-19 საუკუნეში კი რუსებმა მთის თხემზე რკინის ჯვარი აღმართეს. ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ელიას სამლოცველო კვლავ განადგურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×