რეზონანსი
15.08.2020

„საბუი-გრემის... წყალზედ არ გრემი, რომელიც ქმნეს ქალაქად ქრისტესა და განდგომილებისა კახთა მეპატრონეთა და მყოფელმან მუნ. ანც არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოხრა შაჰ-აბაზ, აქ არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილნაშენი, მთავარნგელოზისა და არს მეფე ლევან დაფლული მას შინა“, - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს გეოგრაფიაში“ კახეთის მშვენებას გრემს.

გრემის მთავარანგელოზის ეკლესია ყვარელში, სოფელ გრემში, მაღალ კლდის დაბლობზე 1565 წელს კახთა მეფეს ლევანს აუგია.  ამის დასტურია ტაძარში შეიმორჩენილი უნიკალური ფრესკა, სადაც გამოსახულია მეფე ლევანი, რომელსაც ხელთ უპყრია მონასტრის მაკეტი, რომელიც მიმართულია ტახტრევანზე მჯდომ ღვთისმშობლისკენ, ღვთისმშობელს მუხლებში უზის ყრმა იესო.

ისტორიული წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ ამ ადგილას ადრე ყოფილა ეკლესია, რომელიც ბაგრატ მეოთხეს კახეთის შემოსაერთებლად აუგია. არქეოლოგიური გათრებით კი ტაძრის ტერიტორიაზე ნაპოვნია ბრინჯაოს ხანის იარაღები, ძვირფასი სამკაულები, ცხოველების მომცრო ქანდაკებები და სხვა ექსპონატები.

მთავარანგელოზის ეკლესი იმითაც არის უნიკალური, რომ იგი აგებულია ქართული აგურით, თავდაპირველად კი მოჭიქული შორენკეცებით. ეკლესის გუმბათს ამშვენებს 8 სარკმელი, რომელიც ანათებს. ტაძრის მოხატულობას კი თითქმის წლები დასჭირდა და მხოლოდ 1577 წელს დასრულდა.

გრემის, როგორც ქალაქი და კახეთის მეფეთა რეზიდენცია, შაჰ-აბასის შემოსევის დროს დაინგრა, მაგრამ ყიზილბაშების ცეცხლსა და მახვილს სასწაულად გადაურჩა მთავარანგელოზის ეკლესია. როდესაც ამ ადგილას წლების შემდეგ როსტომ მეფეს გაუვლია, სანახაობით შეძრულს უთქვამს, „ვნახე დანგრეულ-დაქცეული, უკარო და უჭერო ნადირთა სადგომად ქმნილნი“.

გრემის კომპლექს გარს აკრავს დიდი გალავანი. ის ერეკლე მეფეს აუგია, გალავანში კი სათოფურები დაუყენებია. შემოსევების დროს ახლო-მახლო სოფლებიდან ხალხი თავს სწორედ გრემის მთავარანგელოზის ეკლესიას აფარებდა. მეფე ერეკლეს ტაძრიდან მდინარე ინწობისკენ გასასვლელი საიდუმლო გვირაბიც გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×