ია აბულაშვილი
09.08.2020

„თეიმურაზ და უმეტესნი კახნი დედაწულით და ეპისკოპოსი მოვიდნენ ანანურ...ხოლო ლეკნი მოვიდნენ და მიადგნენ ანანურს. მაშინ განამაგრეს კართა ანანურ და ვერა ავნეს ლეკთა და უკუნიქცნენ“, - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ქართული ხუროთმოძფვრების ერთ-ერთ უიშვიათეს ძეგლს ანანურის ეკლესიას, რომელსაც ჟამიანობის დროს თავს აფარებდნენ ქართლ-კახეთის მეფენი. 

ანანური იყო იმ დროს ერთადერთი ეკლესია რომელიც ზარბაზნებით იყო გამაგრებული. ლეკთა გამუდმებულმა თარეშმა ანანურის ციხესა და მასში შემავალ ეკლესიებს ვერა დააკლო, მე-16 საუკუნეში ნაგები ეს ძეგლი დღესაც ანცვიფრეს მნახველს.

ანანურის სამონასტრო კომპლექსში, რომელიც თერგისა და არაგვის ხეობაში მდებარეობს, შედის, ღვთისმშობლის, ღვთაების ეკლესიები, ასევე ეკლესია „მკურნალი“ და სამრეკლო. „ხევსურული კოშკის“ აღმოსავლეთით მდებარე ღვთისმშობლის ეკლესიის 19 სტრიქონიანი წარწერა გვამცნობს, რომ იგი 1689 წელს მდივანბეგ ბარძიმს აუგია.

ეკლესიას ამშვენებდა შესანიშნავი ფრესკები. სამხრეთის კედელზე გამოსახული იყო განკითხვის სცენა, ბურჯზე წმინდანების სახეები, ხოლო პილინზე ასურელი მამების გამოსაულებები. 

ტაძრის მშვნება იყო მოჩუქურთმებლი ჯვარი, რომელიც იდგა ეკლესიის ცენტრში. ამ უნიკალურ ჯვარზე გამოსახული იყო ორი გველეშაპი, ორივე მხარეს მთავარანგელოზთა ფიგურებით. ჯვრის ცენტრალურ ნაწილში კი ამოტვიფრული იყო ვაზი, რომლის მარცხენა მხარეს ირემი ეხატა, მარჯვენა მხარეს კი ირემი და ცხვარი. ვაზის ზედა ნაწილში გამოსახული იყო ქურუმები, უფრო მაღლა ანგელოზები და ჯაჭვით დაბმული ლომები. ეკლესიის მოჩუქურთმებული კარი კი ქართული ხელოვნების ნიმუში იყო, რომლის ჩუქურთმებში ჩატანებული იყო მედალიონები ანგელოზებისა და წმინდანთა გამოსაუხლებებით.  ჯვრის ზემოთა ნაწილს აგვირგვინებდა ამაღლების სცენა.

ღვთაების ეკლესიის მშვნება იყო უნიკალური ფრესკა, რომელზედაც გამოსახული იყო ხარება და მოგვთა თაყვანისცემა.  ეკლესიის დასავლეთ ნაწილში კი გამოსაუხლი იყო ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით ხელში. ასევე ნათლისღების სცენა და ჯვარცმა.  

ანანურის კომპლქსის „მკურნალის“ ეკლესიის წარწერიდან კი ვიგებთ, რომ ეკლესია ააგო 1674 წელს ანა-ხანუმ აბაშიძის ასულმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )