ია აბულაშვილი
01.08.2020

„დვანის წყლის აღმოსავლეთით არს ბრეთის მონასტერი, უგუნბათო, რომელ ქმნა პიროს იგ(13) მამათაგანმა და დაფლულ არს იგიც მუნვე არს აწხუცის ამარ" - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ბრეთის მონასტერს, რომელსაც ხალხმა დიდი მამისადმი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად პიროსის ეკლესია უწოდა.

ბრეთას მონასტერი მდებარეობს ქარელში, სოფელ ბრეთაში. აქ აღმოჩენილი „საძმო სამარხები" მიანიშნებს იმაზე, რომ დიდი საძმო ყოფილა და სახელი ბრეთაც, ანუ ბერეთი აქედან მოდის. პიროს ბრეთელის მოღვაწეობის შესახებ კი ცნობებს გვაწვდის „ქართლის ცხოვრება". პიროსს, რომელიც მე-6 საუკუნეში ჩამოვიდა საქართველოში საქადაგებლად ცამეტ ასურელ მამასთან ერთად, სამოღვაწეოდ ქართლი შეხვდა. სოფელ ბრეთაში ააგო მე-6 საუკუნეში პირველი ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე. მის ნანგრევებზე კი მე-8 საუკუნეში აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. ამ ორ ტაძარს ერთი კედელი ჰქონია; გადმოცემის თანახმად, ეკლესიის საკურთხევლის წინ ღრმა ხარო ყოფილა და აქ დაუკრძალავთ ღირსი მამა პიროსი. ხაროზე უხეშად დამუშავებული დიდი საფლავის ქვა იდო, რომელიც დღეს დაკარგულია.

პიროს ბრეთელის მიერ დაარსებული მონასტერი, მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო, ამ ეკლესიაში ინახებოდა მე-8 საუკუნეში ტყავზე შესრულებლი უნიკალური სახარება და მე-11 საუკუნეში ნაკეთი ვერცხლის საომარი დიდი ჯვარი. მონასტრის საგანძურის მშვნება იყო „ღვთაებრივი ხატი სინანულისა", მაცხოვრის ხატი და სხვა უიშვიათესი საეკლესიო ნივთები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×